თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "ტურისტი

Monday, 20.05.2024, 01:41
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
ფორუმი » მთავარი განყოფილება » დისკუსიები » ჰოროსკოპი (ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დამახასიათებელი თვისებები)
ჰოროსკოპი
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 17:58 | Message # 1
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


ვერძი (21.03-20.04)
საერთო დახასითება
21 მარტი – 20 აპრილი
1 ძირითადი ნიშანი
ზოდიაქოს 1 ნიშანი
ცეცხლის 1 ნიშანი
მმართველი პლანეტა მარსი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა რიცხვი, რაც 9-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ვერძი
ასტროლოგიური ფერები: ჟოლოსფერი, წითელი, ოქრო–ყვითელი და ყველა ელვარე ფერი.
ასტროლოგიური თვალები: ალმასი, აქვამარინი, ამეთვისტო.
ვერძი მართავს ჰოროსკოპის პირველ სახლს.

მარსი, ვერძის მმართველი პლანეტა, აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.
ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პრიველობას ცდილობენ. ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.
ვერძის სიმბოლო – რქაგადაგრეხილი ცხოველია, რომელიც ყველაფერზე თავის დასარტყმელად იწევს, და ყველამ, ვისაც ვერძთან გვქონია საქმე, ვიცით, რომ ისინი ჯიქიურ მიდიან მიზნისაკენ.
ვერძი ასევე ზოდიაქოს პრიველი ცეცხლოვანი ნიშანია, ეს კი აძლიერებს მის აქტივობას. მარსი, მმართველი პლანეტა, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ამ ხალხზე, თვითდაჯერებასა და გამბედაობას ანიჭებს. მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ღრიანკალისგან – განსხვავებით, ვერძი მებრძოლია, დაუოკებელი და შერკინებისაკენ მსწრაფი, თუნდაც საამისო გამოცდილება აკლდეს. ვერძის პიროვნებაში გარკვეული ჭაბუკური მიამიტობაც არის, რასაც ბევრი გაწბილება მოსდევს. მათ ყველაფრის ერთბაშად დაუფლება სურთ, ამიტომ ისინი ხშირად უფრო ადრე იწყებენ კარიერის შექმნას, ვიდრე ნამდვილ ადგილს იპოვიან ცხოვრებაში. ისინი ნაკლებ მხურვალე და სულსწრაფი ხალხის რჩევას საჭიროებენ, არიან იდეალისტები და რომანტიკოსები. სამწუხაროდ, ვერძი ადვილად ივიწებს ცხოვრების გაკვეთილებს და ხშირად მარცხისა და შეურაცხყოფის შემდეგად ისეთივე მიმნდობი რჩება. იგი წარმატებას აღწევს პროფესიებში (გასნაკუთრებით თეატრში), როცა ყურადღების ცენტრშია და ირგვლივ აღტაცებული ხალხი ახვევია. ამ ნიშნით ბევრი კინოვარსკვლავია დაბადებული. ვერძს ასევე ემარჯვება ვაჭრობა, დაზღვევის საქმე, ბინის მოწყობა და მორთვა, ყოველგვარი საქმინაობა, სადაც კლიენტთან უშუალო კონტაქტი აქვს. ამ ნიშნის ხალხი ბევრ სფეროში პრიველაღმომჩენი იყო. მათშია აუხსნელი ორიგინალობა, რომელსაც ყოველთვის წარმატება მოაქვს. ისინი ძალზე ექსტრავაგანტურები არიან. ვერძი ღრმა და ბრძნული ნიშანი არ არის, მაგრამ გულწრფელი და ლოიალური კი არის. ახალგაზრდა მამაკაცები ადვილად ერთვებიან ჩხუბში, ახალგარზრდა ქალები ასევე ადვილდ ამჟღავნებენ მსაგვს ძალას და შეუპოვრობას კამათში და მუშაობაში ესწრაფვიან უფრო მაღალ ადგილს. ვერძს უყვარს თავისი დამოუკიდებლობა.
განმასხვავებელი ნიშანია მათი უნარი – სხვებზე შორს წავიდნენ (გვერდი აუარონ ზოგიერთ რამეებს). წყენას და გაჯავრებას ისინი სწრაფად ივიწყებენ. საქმეში და სიყვარულში უარყოფის შემდეგაც ისნი იშვიათად კარგავენ დროს ფიქრზე და სწრაფად ცდილობენ სხვა ადგილზე მოეწყონ. ვერძს უყვარს ქეიფი და თვითონაც ხშირად აწყობს წვეულებებს. ჩვეულებრივ კარგი მასპინძელია, მაგრამ თუ იგრძნო, რომ შუფერბელია მისი მასპონძლობა, აუცილებლად მეგობარს სთხოვს, მისი ადგილი დაიკავოს, თვითონ კი თვალყურს ადევნებს, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს.
კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.

ვერძი (21.03-20.04)
შემოქმედება და კარიერა

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ნამდვილად ბედნიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთ საქმეს პოულობენ, რომელსაც გულს უდებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მაღალი წრის მძაფრი გასართობები ან სპორტი. პლანეტა მარსის დამანგრეველი ძალა, რომელსაც წარმართავს ეს ნიშანი, წინ ეღობება ადამიანში მქონე შესაძლებლობების შესრულებას. ის მუდამ ეძებს ახალ საქმიანობას, დიდი ხნის დავიწყებული და თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილი ძველის ნაცვლად. შემოქმედებითი აღმაფრენა დროგამოშვებით ეუფლება, არცთუ იშვიათი დეპრესიისა და უსაქმურობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ოთახში მუდამ უწესრიგოდ ყრია დაუმთავრებელი სურათების ესკიზები, დაწყებული ნახატები, ქანდაკებათა ჩონჩხები, ხელნაწერების ნაფლეთები. მას არ შეუძლია აიძულოს თავი დაუბრუნდეს ძველს და დაამთავროს დაწყებული საქმე, რადგან მისთვის იგი უკვე წარსულის ნაწილია. სამუშაოს დამთავრებას ხელს უშლის მისი სიყვარული მაღალი წრის ცხოვრებისა და გართობისადმი. ტყუილად არ ურჩევენ ასტროლოგები ვერძის შვილებს, იმუშაონ ჯგუფში, კოლექტივში და წინასწარ ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რომელ საქმიანობას უნდა მისცეს უპირატესობა მოცემულ მომენტში.
ამ ადამიანის საქმიანობის დიაპაზონი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია. მათ შორის წარმატებულია კოსმეტიკის სპეციალისტი და ქირურგი-კარდეოლოგი. ვერძის შვილებს შეუძლიათ ერთნაირად იოლად აითვისონ კბილის ექიმისა და კინოპროდიუსერის პროფესია, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, მათთვის ყველაზე მთავარია – მოწოდება, ოფიციალური წარმატება, პოპულარობა და ნებისმიერი პროფესიის ათვისების შემდეგ ისინი ისწრაფვიან, ბოლოს და ბოლოს გახდნენ სახელგანთქმულები.

ფსიქოსექსუალური დახასიათება

ვერძი სექსის სფეროში აქტიურია. ისინი "ცხელსისხლიანთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამმ, რადგან მათი "მეს" დავიწყება არ ხდება ეროტიკული ვნების დროსაც კი, არსებობს ისეთი ურთიერთობებში ჩათრევის საშიშროება, რომელშიც სულიერი დაკმაყოფილება არ არსებობს. ღრიანკალისა და კუროსაგან განსხვავებით, რომლებიც ხანგრძლივ სქესობრივ კავშირს არჩევენ, ვერძი ხშირად ამას ძალიან სწრაფად აკეთებს, მეორე და მესამეჯერაც ძალზე ფიცხნი და სწრაფები არიან. სქესობრივი აქტის დროს ვერძი ისე შმაგობს, რომ მის პარტნიორს იქნებ კიდეც მოეჩვენოს, რომ მან ორგაზმის დადგომამდე შეიძლება დაამთავროს. ამ ნიშნის მამაკაცები სქესობრივი აქტის დროს ხშირად თავიანთ ემოციებს კვნესითა და შეძახილებით გამოხატავენ. ამ ნიშნის ქალები, აღგზნების დროს, ხშირად ივიწყებენ აღზრდილი ქალისათვის საკადრის პოზას და კატის როლს იღებენ. როგორც ადრე აღვნიშნეთ, პლანეტების გავლენით განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება შესუსტდეს, მიყუჩდეს და მაინც ვერძი ყველაფერში პირველობას ესწრაფვის და ჭკუასთან ახლო იქნება ვივარაუდოთ, რომ თუ ის საუბარში თუ სხვა საქმეებში აგრესიულია, ლოგინშიც ისეთივე იქნება. მარსით მართული ეს მებრძოლები კაცები და ქალები თვითონ ირჩევენ პარტნიორს, შემდეგ კი უტევენ მას, ხან მორცხვად, მორიდებით, ხან კი ჯიქურ, გაუფრთხილებლად. როგორ მოიქცევა ვერძი სქესობრივი აქტის დროს, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, როგორც შეუძლებელია გამოიცნო საერთოდ მათი მოქმედება. ერთი რამ კი ნათელია: მათ სურთ იყვნენ აგრესიულნი, ძლევამოსილინი, ხოლო როგორ სრულდება ეს როლი და რა შედეგებს იძლევა, ინდივიდუალურ ჰოროსკოპზე, პლანეტათა გავლენაზეა დამოკიდებული.

უარყოფითი თვისებები

მმართველი პლანეტის – მარსის –უშრეტი ენერგია უარყოფითადაც მოქმედებს ვერძზე. იგი ხშირად ფლანგავს თავის ძლაებს და ფუჭად ხარჯავს ენერგიას.
ვერძი ძალზე ფიცხია. მას მართებს ათამდე დაითვალოს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ თუ საჭიროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
ვერძი იშვიათად იხედება თავის გულში, არ აწყენდა თავისი სულის სიღრმეები გამოეკვლია.
ვერძო, მოგმართავთ ასტროლოგები: უფრთხილდით თქვენს უმთავრეს ცოდვას – ეგოცენტრიზმს! ასევე უფრთხილდით ეგოიზმსაც! მოზომეთ უსაშველო სიამაყე! ისწავლეთ დაწყებლი საქმის დამთავრება! პირად ურთიერთობაში სიყვარულისა და ერთგულების სანაცვლოდ მხოლოდ მატერიალური საზღაური არ კმარა! ნება მიეცით თქვენს შეყვარებულებს თავიანთ მეობას არ უღალატონ, საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და ორიგინალობა შეინარჩუნონ.

ვერძი (21.03-20.04)
დადებითი თვისებები

ეს მომხიბვლელი ნიშანია. ვერძი, ქალიც და კაციც, ნამდვილი მეგობარია და ყველაფერს ბოლომდე აკეთებს. თანამგრძნობიარეა, მზრუნველი. თავის ზრუნვას აშკარად გამოხატავს, არ ავიწყდება დაბადების დღეები და ყვავილების მირთმევა. გაჭირვებისა და უბედურების დროს მუდამ მხარში გიდგას. მას შეგიძლიათ მიენდოთ, ვერძი გმირული საქციელის მოქმედია. ცოლქმრობაში ვერძი ენერგიულია, უხვი. ვერძი იყო სერ გალაჰადი, გულწრფელი კაცი! მამაცი, კეთილშობილი ჟანა დარკი! მათ არ ძალუძთ მტერს დანებდნენ.

ვერძი (21.03-20.04)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი-ვერძი

ქალი:

ვერძი – ძალიან იშვიათია მათ შორის კავშირი და როგორც წესი ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ მათი ურთიერთობა შეიძლება ბავშვებმა გაამყაროს. ქორწინებას თან სდევს მგზნებარე ვნებები, მაგრამ ოჯახში ცხოვრობს ორი ვერძი და თითოეული ცდილობს "საბნის უკეთ დახურვას".

კურო – მათ შორის არ არსებობს იდილია, ისინი ძვლივს იტანენ ერთმანეთს. ვერძი ყვირილით იცლება, ხოლო კურო მაშინ იწყებს "თავის დაძრომას" და ყველანაირი წყენის ამოფრქვევას

ტყუპები – მათი კავშირი შესაძლებელია, თუკი ვერძი პასიურთა რიცხს მიეკუთვნება. ვერძს არ მოსწონს ტყუპების სიცოცხლისუნარიანობა და ფლირტი. ისინი ან ძალიან მოწყენილები არიან ერთმანეთთან ქორწინებაში, ან შეიძლება ერთი წლის შემდეგ დაინგრეს მათი ურთიერთობები და ინიციატორი ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის ტყუპები იქნებიან.

კირჩხიბი – ვერძის დინამიური ბუნება, რომელიც იღწვის თვითდამკვიდრებისათვის, ეჯახება კირჩხიბისათვის დამახასიათებელ ეჭვიანობასა და მის სურვილს მიიზიდოს თავისკენ. ეს კავშირი შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნას არატიპიური კირჩხიბისა და ვერძის შემთხვევაში.

ლომი – თითქოს და ბრწყინვალეა მათი თანხვედრა. მათ შორის უნდა იყოს ჰარმონია, ურთიერთგაგება და ელვარება, მაგრამ ეს უკანასკნელი მოჩვენებითია. ვერძი ყოველთვის ცდილობს იყოს ლმობიერი, მაგრამ ისინი ხშირად კამათობენ, ლომი მაინც მასთან რჩება. ეს კავშირი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სტაბილურია. ვერძი დამთმობია.

ქალწული – ეს კავშირი მძიმეა ვერძისთვის, რადგან ქალწული ცდილობს თავის ინტერესების დაცვას. მას ადვილად ძალუძს თავის აზრები მოახვიოს ვერძს, თუმცა ცოტა ხნით, რადგან იგი გაბრაზებას იწყებს. პასუხად კი ქალწული აფიშირებას უკეთებს თავის წვრილ-წვრილ წყენას, რაც ვერძისთვის მიუღებელია და მათ ურთიერთობებში თავს იჩენს უთანხმოება...

სასწორი – მათ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, ერთმანეთის პატივისცემა. მაგრამ მათ სჭირდებათ არა მხოლოდ ურთიერთდახმარება და ურთიერთშეთავსება, არამედ ურთიერთობების ყოველდღიური ზრდა. სიყვარულსა და სექსში სასწორი გაუწონასწორებელია და იგი ხშირად ამით ტკივილს აყენებს ვერძს.

მორიელი – შესანიშნავი კავშირია სექსუალური თანაცხოვრების მხრივ, მაგრამ ამასთანავე ვერძი ყოველთვის დაიტანჯება, როცა მორიელი დაიწყებს თავისი წყენის ამოფრქვევას.

მშვილდოსანი – მეგობრული ურთიერთობებიდან მათი კავშირი ხშირად დიდ სიყვარულში გადაიზრდება, რაც ქორწინებამდე მიიყვანს ორივეს. ორივე პარტნიორი - ფეთქებადია და დინამიურნი, მაგრამ მათ მაინც კარგად ესმით ერთმანეთის. არცერთი არ განიცდის სტაბილურობის არქონას, არ იღლებიან სიყვარულით და სექსით.

თხის რქა – მეწვრილმანე, მიზანდასახული, სულიერი სიცივით და ფეთქებადი ხასიათის მქონე თხის რქის მიმართ ვერძს გააჩნია არაადექვატური რეაციები. სექსში მათი თანხვედრა ძალიან რთულია, ხოლო ცხოვრების დანარჩენ სფეროებში გაურკვევლობა და უსიამოვნებანი იშვიათად კომპენსირდება სექსით.

მერწყული – ასეთი კავშირები ძალიან იშვიათია, მაგრამ მათი თანხვედრის შემთხვევაში ურთიერთობა მყარია. მერწყულს მოსწონს ვერძის სამართლიანობა.

თევზები – იშვიათი კავშირი. ვერძმა შეიძლება ვერ დაინახოს თევზების სინაზე, და ამაზე თევზები ძალიან დარდობენ. ისინი ხშირად ვარდებიან ისტერიკაში და იწყებენ ვერძის ღალატს, მაგრამ ვერძი ვერ ამჩნევს მათ ემოციებს და მათში მხოლოდ ოჯახის დიასახლისს ხედავენ.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:12 | Message # 2
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


კურო (21.04-21.05) საერთო დახასიათება
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
მიწის 1 ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.
ბედნიერი რიცხვი – 6 და ყველა რაც 6–ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო – ხარი.
ასტროლოგიური ფერები: ყველა საგაზაფხულო ფერი: ლიმონის ფერი, თეთრი, მწვანე და იასამნისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ბრილიანტი, ოპალი, მთვარის ქვა.
კურო მართავს ჰოროსკოპის მე–2 სახლს.

კუროს მმართველი პლანეტა – ვენერა – მასზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან ურთიერთობაში ვენერა ნაკლებ რთულია და პრეტენზიული, ადვილად იცილებს ყველივეს არამიწიერსა და ინტელექტუალურს და მიწაზე ეშვება. ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს“ უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის.
კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს“ ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ.
არის ერთი საბავშვო ზღაპარი – „ხარი ფერდინანდი“, რომელიც კუროს ხასიათის რბილ ნიშნებს გვიჩვენებს. სახარე მოზვერს არენაზე ბრძოლას ასწავლიდნენ, მაგრამ პრიველ ასპარეზობაზე გამოსვლის დროს ყვავილი შენიშნა და, მატადორზე თავდასხმის ნაცვლად უკანა ფეხებზე ჩაჯდა და ყვავილს ყნოსვა დაუწყო. სურნელით თავბრუდასხმული ზედაც არ უყურებდა გახელებულ მატადორს და აღელვებულ ბრბოს. ეს გახლავთ კურო, სილამაზის დამფასებელი.
კურთა უმეტესობას იტაცებს ხელოვნება, მუსიკა, მაგრამ, პირველ რიგში, მათ ადამიანის სხეულის სილამაზე ხიბლავთ. კურო ჩვეულებრივ ვნებიანი საყვარელია. ასტროლოგები ხშირად აცხადებენ, რომ კუროს მოპირდაპირე ნიშანი – ღრიანკალი – გაუმაძღარი პარტნიორია, მაგრამ, ჩემი აზრით, კურო ღრიანკალს აჭარბებს გაუმაძღრობით სქესობრივი აქტის დროს. ძირითადი განსხვავება მათ შროის იმაშია, რომ ინტელექტი ღრიანკალს ხშირად აიძულებს დაივიწყოს სქესობრივი ლტოლვა, რათა სხვა სფეროებში წარმატებებს მიაღწიოს. მაგრამ კუროს ისეთი ფიზიკური ძალა გააჩნია, რომ სქესობრივი აქტი თავისებური დამამშვიდებელია.
კურო მართავს ჰოროსკოპის მეორე სახლს, რომელსაც ხშირად ფულის სახლს ეძახიან, კურო მეტისმეტად მატერიალისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს, მაგრამ პატივმოყვარე თხის რქას არა ჰგავს – იგი (კურო) დღევანდელი დღით ცხოვრობს.
კურო კომფორტის მონაა. მისი სახლი თანამედროვე დანადგარებით არის მოწყობილი, რაც მას და მის საყვარელ ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს, კურომ ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყიდვის დროს ისინი ფუფუნების საგნისაგან მისაღები სიამოვნების კოეფიციენტს ზომავენ.
ვენერას, კუროს პლანეტას, ხშირად ნაკლებად იღბლიანს ეძახიან, მაგრამ ეს „ნაკლებად“ უფრო იღბლიან იუპიტერთან შედარებით ითქმის, მაგრამ ვენერაც არ არის კუროს ცუდი შემწე. მას მოაქვს ბედნიერება და წარმატება. ის მატებს კუროს მიმზიდველობას მეგობრებისა და საყვარლების თვალში, ანიჭებს მომხიბვლელობას, რომელიც მისკენ მთელ ქვეყანას იზიდავს.
რადგან კურო არც ისე ინტელექტუალური ნიშანია, ვენერას გავლენით მას თვითკმაყოფილებისკენ – სხვა სიტყვებით, სიზარმაცისკენ მიდრეკილება გამოუმუშავდება. ის ხშირად ამბობს: „ვიცი, ყველაფერს მივაღწევ, ნამდვილად თუ მოვინდომებ, მაგრამ რაზე გავისარჯო?“ ეს ტრაბახი არ არის, კუროს მართალც ყველაფერის მიღწევა შეუძლია, რასაც მოინდომებს, მაგრამ ხშირად იგი თავის შესაძლებლოებს სჯერდება და სხვა მიზნებს აღარ ისახავს. ეს თვისება მისი გრძნობების დემონსტრაციულობის უქონლობაშიც ჩანს. კუროს არ ჩვევია მაამებლური კომპლიმენტების თქმა. კურო ხშირად პოეტურ მიმართვებს (პოეტური გრძნობები გააჩნია, მაგრა მათი გამოჩენა რცხვენია) ძვრიფასი საჩუქრებით ცვლის. თუმცა მისი საყვარლები მადლობლები არიან, მაგრამ კურომ უნდა სცადოს თავისი გრძნობები უფრო თვალსაჩინოდ გამოხატოს.
კუროს დიდი სასიცოცხლო ძალები აქვს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს მას პრაქტიკულ საქმეებზე. კურო, „ქვეყნის მარილი“ ყოველ ძალღონის დახარჯვაზე ფულად ანაზღაურებას ელის. საერთოდ, მიზნის მისაღწევად მის მიერ გაწეული ყოველი ღონისძიება უნდა დაჯილდოვდეს, თორემ კურო განაწყენდება, საქმის ინტერესს დაკარგავს. ვერაფერი შეუშლის ხელს დაწყებული საქმის დამთავრებაში. სინამდვილეში, სიჯიუტე სერიოზული ნაკლია, რომელიც კუროს კარიერას საფრთხეს უქმნის.
კუროს უჭირს სხვების გაგება, მაგრამ, საერთოდ, კურო დადებითი ნიშანია. იგი გულითადია, თუმცა ცოტა მოსაწყენიც თავდაჭერილობისა და სიტყვა – ძვირობის გამო. კურო ყელით იმართება. კუროთა უმეტესობა უმალ იმღერებს და სხვის სიმღერას მოუსმენს, ვიდრე ილაპარაკებს. ბევრი მსახიობი, ტელევიზიისა და რადიოს დიქტორი (კურო) წარმატებას აღწევს, რადგანაც მათ პროფესიას ძლიერი, სასიამოვნო ხმა სჭირდება. კურო მწვავე სქესობრივ აღგზნებას განიცდის აუდიტორიის წინაშე სიყვის თქმის დროს, რადგანაც ყელის ნერვული დაბოლოებები დაკავშირებულია სხეულის ქვედა ნაწილთან, მათ შორის სქესობრივი ორგანოების ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ამ პროფესიის ხალხი (კუროს ნიშნიანები) ხშირად აღიარებენ, რომ საჯარო გამოსვლის წინ სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა ხმა სექსუალური დაძაბვისაგან თავისუფალი იყოს.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კუროს პიროვნება თანაბარ, თანმიმდევრულ დონეზე მოქმედებს, მაგრამ გახსოვდეთ: ნუ ეცდებით კურო თავისი ბილიკიდან გადააცდინოთ, თორემ მის შედეგებს იგემებთ.

კურო (21.04-21.05)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

კურო შესაძლოა ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი იყოს. ადამიანებს, რომლებსაც ვენერა მართავს, მოფერება უყვართ, მაგრამ ურჩევნიათ მათ ეფერონ, თანაც ალერსის დროს ახანგრძლივებდნენ. კუროს დადებითად ახასიათებს ის , რომ იგი ჩვეულებრივ, კარგი მეუღლეა. ამ ნიშნის ქალები გულწრფელნი და ერთგულნი არიან, მათ ეხერხებათ თანხმობისა და ჰარმონიის შექმნა ოჯახში. კუროს ნიშნიანთა უმეტესობა კარგად მუშაობს, როცა მყუდრო ბინა და ოჯახი აქვს, სადაც მოსვენება და ძალების აღდგენა შეუძლია. კუროს ცოლები ხშირად ჩივიან, რომ მათი ქმრები ნაკლებად დემონსტრატიულნი არიან სქესობრივ ურთიერთობებში. ისინი, ქმრები, პასიურ როლს ირჩევენ და ცოლებისაგან ელიან აქტივობას. თუ ეს ასე არ იქნა, ისინი სხვა ქალს უკავშირდებიან. რადგანაც კურო ფულის სახლს განაგებს ფინანსური საქმეები ძალიან მოქმედებს მისი ცხოვრების სქესობრივ მხარეზე. როცა კუროს ჯიბე სავსე აქვს ის ნაკლებ ყურადღებას აქცევს ლამაზი ქალის ფიგურას, მაგრამ როცა საქმე უკუღმა წაუვა, სექსი მის თავშესაფრად იქცევა. ფინანსური წარმატების დროს კუროს შესაძლოა სიძუნწე დასჩემდეს. ისე კი მას ფულის ხარჯვა უყვარს და ხარჯავს კიდეც. კუროს ნიშნიანმა ქალებმა თავიანთი ვენერას ბუნება ფუფუნების ნივთებით უნდა დაიამონ: ძვირფასი სამკაულებით, ტანსაცმლით, ავტომობილებით. ყოველივე ეს იმისთვის, რომ სიყვარულის ქალღმერთს აამონ და მარსის აღტაცება გამოიწვიონ. როცა აღტაცების ობიექტად იქცევა, ვენერას ასული სექსის ინტერესს ჰკარგავს, მაშინ როდესაც მამაკაცი კურო იშვათად არის ასე გულგრილი, იგი სექსზე უარს არ ამბობს. კაცებიც და ქალებიც საკმაოდ თავშეკავებულნი არიან.სქესობრივი აქტის დროს ისინი ხშირად იმპულსის გავლენით მოქმედებნ, და რახან ფიზიკურად ძლიერ ნიშანს განეკუთვნებიან ერთ სქესობრივ აქტს როდი სჯერდებიან. კუროს ხშირად მოსწონს მერკურის მიერ მართული ორი ნიშნის - ქალწულისა და მარჩვიბის(ტყუპების) - გარეგნული მონაცემები.. მით უფრო, რომ ამ ნიშნებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სექსუალური რეპერტუარი შესთავაზონ. კურო მამაკაცები ჩვეულებრივ ლამაზები არიან, არაერთი კინოვარსკვლავი დაიბადა ამ ნიშნით.

კურო (21.04-21.05)
უარყოფითი თვისებები

სიჯიუტე, გულგრილობა, ეგოიზმი – ამით უნდა დავიწყოთ, მაგრამ კუროს უმთავრესი ნაკლი მაინც თავისი სისუსტეების დაყოლაა, თავის სურვიელბზე უარის ვერთქმა. მეორე ნაკლი – ზესიფრთხილეა. თუ რაიმე არ გამოსდის კუროს იმის ბრალია, რომ თავის რწმენა აკლია და შემთხვევის გამოყენება არ იცის.
პირად ურთიერთობებში კუროს სექსისა და ემოციის შეხამების უცოდინრობა ღალატობს. უნდა გამოიგონოს მაინც სულიერი ცხოვრება, უნდა გაითამაშოს პარტნიორის მოსაჩვენებლად მაინც, თუ თანხმობის შენარჩუნება სურს. ქალებს ლაპარაკი უყვართ, თუნდაც ეს ზოგჯერ უაზრო ყბედობა იყოს, მამაკაცმა ყური უნდა დაუგდოს. მამაკაც კუროს ქება უყვარს, მისმა პარტნიორმა ქლამა უნდა აიძულოს თავისი თავი, სმენის საამებელი სიტყვები უთხრას მას.
კუროს სექსუალური მისწრაფებები ხშირად კუჭთან და ჭამის ჩეულებებთან არის დაკავშრებული. ამიტომ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ღორმუცელობას წონის მომატება მოსდევს.
კუროს ურჩევნია მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოისმინოს და შემდეგ რამეს გამოსწორება სცადოს და არა ჯიუტად იმოქმედოს ძელი ჩვევებით.

კურო (21.04-21.05)
დადებითი თვისებები

მშვიდობისმოყვარეა და ჩვენს დროში, რაც ყველა ლამობს თავისი სურვილები თავაწყვეტილი მანერით გამოავლინოს, კურო – სათნოების ნიმუშად იქცევა. ძალისა და ერთ რამეზე ენერგიის კონცეტრირების უნარის წყალობით კურო ადვილად აღწევს წარმატებას. მას კარგად გამოსდის საქმეები, სადაც დრო და სიბეჯითეა საჭრო. კურო ხშირად გვთავაზობს კომერციულ იდეებს, რომლებიც თავიდან უმნიშვნელო ჩანს, შემდეგ კი ეროვნულ მასშტაბებს აწევს. გახსოვდეთ: კურო ფულის სახლს განაგებს და როგრმე იცი, როგორ გამობერტყოს ოქრო სხვისი ქისებიდან. კურო იშვიათად ეფერება მეუღლეს. ისინი ერთგულნი არიან სექსუალურად თუ არა, სულიერად მაინც. მამაკაცებს თამამდ შეუძლიათ დაქორწინდენ კუროს ნიშნიან ქალზე, რადგანაც იგი ძლიერი და კეთილშობილი ცოლია და ქმარს პრაქტიკული რჩევებით ეხმარება. ვინც ისეთ ურთიერთობებს ესწრაფის, რომელიც ვენერას ალერსიან ტალღებზე ინავარდებდა, დაჯდეს „კუროს“ ხომალდზე – სახიფათო ღელვა მას არ ელის. ქალღმერთ ვენერა ტრფობის ცეცხლს უკიდებს ქალიშვილებს, ჭაბუკებს კი აიძულებს მთვარით განათებულ აივნებს ეპოტინონ და შმაგი სერენადები იმღერონ. ვენერას წყალობთ კუროს ნიშანზე დაბადებული ყველაზე უფრო გამოდგებიან რომანისა და ცოლქმრობისათვის. ამ საქმეში მათზე დიდი მოთხოვნილებაა.

კურო (21.04-21.05)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი-კურო

ქალი:

ვერძი – ასეთი კავშირები ხშირად გვხდება, სექსში არასტაბილურია. ასეთი ურთიერთობებიდან ორივე იღლება. ვერძს აღიზიანებს კუროს მისწრაფება ყველა დამოკიდებული იყოს მასზე და ყველა მასზე მუშაობდეს, ის კი მუშაობას სამსახურში ამჯობინებს.

კურო – ინტერესების დიდი თანხვედრა. ორივე შიშობს თავის ბუდის დანგრევას, ორივე მიჯაჭვულია თავიანთ ნივთებზე, სახლზე, მეუღლეზე.

ტყუპები – ასეთი კავშირები ხშირია, მაგრამ პარტნიორები ცხოვრობენ განსხვავებული ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კავშირები გრძელდება დიდი ხნის მანძილზე, მათ შორის სულიერი სიცივეა. ტყუპები უფრო მეტად არიან დამოკიდებული კუროზე, ვიდრე ეს უკანასკნელნი ტყუპებზე.

კირჩხიბი – ტიპიური და ხშირი კავშირი. თითოეული თავის ბუდისკენ მიაქანებს ყველაფერს. ეს კავშირი მყარია. ოჯახი – პატრიარქარული იდილიის კერაა.

ლომი – ეს კავშირი რთულია და ეგოისტური. ლომი ცდილობს კუროს გაღიაზიანებას. ისინი ეცდებიან იცხოვრონ სტაბილურად, მაგრამ ეს უშედეგოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სექსში შესაფერისი წყვილია.

ქალწული – ეს კავშირი წარმატებული იქნება კუროსთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობები შეიძლება დაინგრეს პარტნიორების ურთიერთგაციებით, თუმცა მთლიანობაში კუროს სავსებით აკმაყოფილებს ქალწული მეუღლის როლში.

სასწორი – მათ შორის არ არის სრული თანხმობა, ცხოვრობენ განსხვავებული ინტერესებით. ერთად ყოფნას აიძულებენ ბავშვები, საერთო ქონება და რესპექტაბელურობა, რის გამოც არ შორდებიან ერთმანეთს. სექსში არაშესაფერისი წყვილია.

მორიელი – პარტნიორებს ახასიათებს უერთიერთმიზიდვა და ურთიერთგანზიდვა, ხშირად თავს იჩენს მგზნებარე ვნებები. კუროსა და მორიელის ხასიათში ცოტაა განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რის გამოც ისინი ერთად დიდხანს ცხოვრობენ.

მშვილდოსანი – იშვიათი კავშირი.ა პარტნიორებს შორის არ არსებობს ურთიერთგაგება. თუმცა აქვთ საერთო ინეტერესები. ხშირად ისინი არიან მეგობრები ან სამსახურეობრივი კოლეგები. ხშირად აუცილებლობის გამო ქორწინდებიან.

თხის რქა – სექსში ისინი შესაფერისი წყვილია. საერთო ჯამში ეს კავშირი წარმატებულია. თუმცა ეს კუროსთვის რთულია. თხის რქა ყოველთვის ეცდება თავს მოახვიოს საკუთარი აზრები.
მერწყული – ქორწინება მათთვის რთული მცნებაა. ეს კავშირი ძალიან რთულია, ორივე მხრიდან დაუსრულებელი ჩხუბითა და წყენით.

თევზები – ეს კავშირი ძალიან მყარია. ძლიერი სახლი. მაგრამ თევზებს ღუპავს კუროს პირქუშობა. ურთიერთობებს ბავშვები ამყარებენ, რომლის გამოც თევზებს შეუძლია დავიწყონ წყენა.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:22 | Message # 3
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


ტყუპები (22.05-21.06)
საერთო დახასიათება

21 მაისი – 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი.
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მერკური.
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ყტუპები.
ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.
მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.

მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.
მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი“ ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.
მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.
დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ, შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.
მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება.
დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.
ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი.

ტყუპები (22.05-21.06)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

მერკური - მზესთან ყველაზე ახლოს განლაგებული პლანეტაა. იგი მზის ირგვლივ სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ არის მიქცეული და მუდმივად გავარვარებულია, მაშინ როცა, მეორე ვერასოდეს ხედავს მზეს და მუდმივად გაყინულია. სითბოსა და სიცივის ეს უკიდურესობები მჟღავნდება ტყუპების ცვალებად და ორმაგ სექსუალურ საქციელში. ტყუპების უარყოფით ტიპებში გვხვდებიან ექსპერიმენტატორები, სატირები - მამაკაცთა შორის, ქალებში - ნიმფომანიით შეპყრობილნი, აგრეთვე, ექსჰიბიციონისტები, ფეტიშისტები, ჰომოსექსუალისტები და გაუკუღმათებულები.
დადებით ტიპებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც დებენ აღთქმას არ დაქორწინდნენ. ისინი პირად სიკეთეზე უარს ამბობენ. ამ ნიშანზე დაბადებულთა შორის არიან მხატვრები, პოეტები, ესთეტები, მეცნიერები, საერთოდ მაღალი ზნეობის ადამიანები. საერთოდ ვნებები იმდენად არის დაკავშირებული მათ გონებრივ პროცესებთან, რომ განწყობა, მოწყენა თუ ინტერესი განსაზღვრავს მათ სქესობრივ ურთიერთობებს. აქ შეგხვდება ისეთი ახირებული ტიპი, რომელიც ჯერ უარყოფს ყოველგვარ საზოგადოებრივ პირობითობას და ჰიპებს მიკედლებული, მათ თემურ ცხოვრებას აღიარებს, შემდეგ კი უარყოფს ამ ცხოვრებასაც. ასტროლოგებს რომ ნება ჰქონდეთ სხვა სიმბოლო მიეცათ ამ ნიშნისათვის, ისინი ქამელეონს შესთავაზებდნენ, რომელიც შენიღბვისა და თავდაცვისათვის გაუთავებლად იცვლის ფერს.
განთავისუფლებული მარჩვიბი სქესობრივი აქტის ყველა სახეობას გასინჯავს ერთხელ მაინც, მას არაფერი ეთაკილება, რადგან მერკური დამწერლობის მეურვეა, ტყუპები ხშირად დღიურში იწერს თავის სექსუალური მოღწევების ამბებს, სადაც პარტნიორების ღირსებებს და ნაკლოვანებებს აღწერს.
ტყუპები არც ისე აგრესიულია. სიამოვნება ყველაფერში, მათ შორის სექსშიც, მეორეხარისხოვანია მათთვის.

ტყუპები (22.05-21.06)
უარყოფითი თვისებები

მარჩბივმა (ტყუპებმა) უნდა დაძლიოს ისეთი გრძნობები, როგირიცაა არაორგანიზებულობა, უგულისყურობა, ენერგიისა და ინტერესების დაფანტვა, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა.
მარჩბივს გონებრივი გამოფიტვის საფრთხე აქვს, ამიტომ იგი არარეგულირებულ ცხოვრებას უნდა ერიდოს. მისი ტვინი დღედაღამ მუშაობას ესწრაფვის, მაგრამ მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, დაისვენოს, მარჩბივი ნეგატივიზმსაც უნდა შეებრძოლოს.
მარჩბივმა გაორების გადასალახავად, შესაძლოა ერთდროულად ორი საქმე აკეთოს, მაგრამ ერთს უსათუოდ უპირატესობა უნდა მიანიჭოს. მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოს მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების მიმართ. გაჭიანურება განმუხტავს მარჩბივს, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ცოტა თუ ვინმეა ისეთი სწრაფი და მარდი, როგორც მერკურის შვილები. მათ მოთმინება უნდა გამოიმუშავონ. მარჩბივს ყველაფერში ზომიერების გრძნობაც უნდა ახსოვდეს.

ტყუპები (22.05-21.06)
დადებითი თვისებები

სხვა ნიშნის ხალხი უფრო იოლი გზით შეიძლება მოქმედებდეს, უფრო მოხდენილადაც, მაგრამ არვის ძალუძს უფრო წარმატებით მოქმედება. გამჭრიახი გონების წყალობით, მას შეუძლია საგნის ორივე მხარე დაინახოს, რაც დიდად უწყობს ხელს მის მისწრაფებებს. მარჩბივის შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ეს ნიშანი იძლევა შესანიშნავ მწერლებს, რედაქტორებს, პუბლიცისტებს, ტიპოგრაფებსა და ვაჭრებს. მერკური ასევე სწყალობს მასწავლებლებს, ბუღალტრებს და მთარგმნელებს. ამ ნიშანზე დაბადეული მამაკაცები შესანიშნავი ადვოკატები, ბანკირები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორატორები ხდებიან. მარჩბივი ქალები კარგი დიასახლისები არიან, ცდილობენ მუდამ ერკვეოდნენ იმ თემებში, სტუმრებს რომ დააინტერესებს. სამზარეულოში მუდამ აქვთ თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც დროსაც აზოგვინებს და სტუმრებისთვის გემრიელი კერძების დამზადებაშიც ხელს შეუწყობს.

ტყუპები (22.05-21.06)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი-ტყუპები

ქალი:

ვერძი – დასაწყისში მათი ურთიერთობა მიმდინარეობს, როგორც მგზნებარე რომანი. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მშვენიერია, ხოლო მოგვიანებით თავს იჩენს ინტერესების დიდი სხვადასხვაობა. ქორწინებაშიც ასეა, ახასიათებთ ბედნიერი დასაწყისი, რის შემდეგადაც სწრაფად ინგრევა ყველაფერი.

კურო – ასეთი კავშირი შეიძლება შედგეს, მაგრამ მათი მიდგომა სექსისადმი სხვადასხვაა. კუროს სჭირდება აქტიურობა, რომელიც ტყუპებს არ მოსწონს.

ტყუპები – ძალიან იშვიათი კავშირია, თუმცა შესაძლებელია არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში მათი ერთად ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კავშირი ფიქტიურია ან ნაწილობრივ ფიქტიურია. მათ შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს 2-3 დღე და ასევე 2-3 წლის შემდეგაც

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელია მათ შორის კავშირი, ეს ქორწინება ძალიან ტიპიურია და აგებულია მუდმივ ტყუილებზე. განსხვავებული გულის მქონე ადამიანთა კავშირია.

ლომი – ეს კავშირი წარმატებულია ტყუპებისათვის. ლომს ის ეყოლება სიშორეზე და ამასთანავე უთვალთვალებს მას, რომ შორს არ გაექცეს. ასეთი კავშირის დროს დამახასიათებელია სექსუალურად ურთიერთმიზიდვა, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან მტკიცდება.

ქალწული – ერთ-ერთი ცუდი და წარუმატებელი კავშირი. მათ ურთიერთობებს ემოციები აკლია და ორივე მიისწრაფვის უფრო მგრძნობიარე პარტნიორებისაკენ, ვიდრე თვითონ ისინი არიან.

სასწორი – ტიპიური კავშირია და იღბლიანია, სასწორი – ერთადერთი ქალია, რომლის წინაშეც ტყუპები მუხლს მოიდრეკს და რომელიც ქალის ეტალონად მიაჩნია. ქორწინებამდე პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივებულია. სექსში შეთავსებადობა ძალიან კარგია, ხოლო ტყუპების ღალატი ზიანს არ მიაყენებენ მის ოჯახს, სახლს და მეუღლეს.

მორიელი – ეს კავშირი რთულია და საკმაოდ იშვიათად ხდება. დასჭირდება ტყუპების წარმოუდგენელი დიპლომატიურობა და ცოდნა იმისა, რომ მუდამ იყოს მართალი, რათა გაუძლოს მორიელის ეჭვიანობას. ეს კავშირი მყარი მხოლოდ სექსით იქნება.

მშვილდოსანი – წარმოუდგენელი, უტვინო კავშირი. ასეთ კავშირებზე ავანტიურისტები მიდიან (ეს ხშირად ხდება) ან ადამიანები, რომლებსაც უდიდესი სულიერი სამყარო აქვთ (ძალიან იშვიათია). ასეთი ქორწინებები ჩვეულებრივ მოწიფულ ასაკში ხდება. ურთიერთობა ყოველთვის განახლებას საჭიროებს (მოგზაურობა, სტუმრიანობა, საღამოები და სხვა).

თხის რქა – იშვიათი კავშირი.ა თხის რქას ტყუპები არასაიმედო და ინფანტილურ ადამიანებად წარმოუდგენია. ასეთი პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და ძალიან რთულად ეწყობიან ერთმანეთს. თუ კი ასეთი ქორწინება მაინც შედგება, მაშინ თხის რქა ისე მოექცევა ტყუპებს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.

მერწყული – ეს კავშირი კარგია და საიმედო. ის მეგობრული ქორწინება იქნება. პარტნიორებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ მერწყული ტყუპებს ღალატს არასდროს აპატიებს. ამიტომ მერწყული, რომელიც ქორწინებას ძალიან უფრთხილდება, მოუხდება ცოტა თავშეკავება. ეს კავშირი მათ ხელს უწყობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი ურთიერთობა ძალზედ საინტერესოა. ერთად მყოფნი არასდროს იწყენენ.

თევზები – მათ შორის კავშირი ძალიან რთულია. პარტნიორებს შორის ცოტაა საერთო, სამაგიეროდ მრავლადაა ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები. ისინი ძნელად უგებენ ერთმანეთს. ის რაც ტყუპებს მიაჩნიათ უმნიშვნელო პრობლემად, თევზებისათვის გადაუჭრელი საკითხია. მათი პირადი ცხოვრების რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა. საეჭვოა ქორწინებამ მათ ბედნიერება მოუტანოს, აუცილებელი არ არის ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, შესაძლებელია მხოლოდ საყვარლები იყვნენ.

ტყუპები (22.05-21.06)
შემოქმედება და კარიერა

ტყუპები ყველაზე საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. მათ ყველაფერი იციან რაც ქვეყნად ხდება, მაგრამ ზერელედ; თუმცა შეუძლიათ მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომა და თხრობის გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ. ტყუპებს ძალუძთ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად ითვისებენ რომელიმე მათგანს საფუძვლიანად.
შემოქმედების ყოველი სახეობა, დაკავშირებული კალამთან და ქაღალდთან , მათთვის უდიდესი სიამოვნების მომტანია. მუსიკა და ლიტერატურული მოღვაწეობა ამ თუ იმ დარგში_ეს არის ტყუპების კარიერისთვის საუკეთესო საშუალება. ლიტერატურულ საქმიანობაში ისინი გასაქანს აძლევენ თავიანთ წარმოსახვას. მათ შესწევთ უნარი ერთდროულად ორ პროექტზე იმუშაონ და ორივეს თანაბარი წარმატებით გაართვან თავი.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:23 | Message # 4
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


კირჩხიბი (22.06-23.07) საერთო დახასიათება
21 ივნისი - 22 ივლისი
ზოდიაქოს 4 ნიშანი.
წყლის 1 ნიშანი.
მეორე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მთვარე.
ბედნიერი რიცხვი – 2 და ყველა რიცხვი, რომლებიც 2-ზე იყოფა.
ასრტოლოგიური სიმბოლო – კიბო.
ასტროლოგიური ფერები: ბაცი ლილისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ბარდის ფერი და ბაცი ნარინჯისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ოპალი, მთვარის ქვა, ბროლი.
კირჩხიბი განაგებს ჰოროსკოპის მეოთხე სახლს

მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.
კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს. მამაკაც – კირჩხიბს, გინდაც ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყოს, მაინც აქვს ქალისათვის დამახასიათებელი თვისებები. მამაკაცი კირჩხიბი სხვა ნიშნებზე ნაკლებ აგრესიულია სასიყვარულო ამბებში, მაგრამ მიამიტობის ისეთ მომხიბლავ ფასადს ქმნის, რომ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმას აკისრებინებს.
მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი „ნიუ–იორკი“. კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.
კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.
კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს“ სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.
კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას. ამ ნიშნის მამაკაცები სხვა ნიშნებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ დედების გვერდით.
კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.
იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.
დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.

კირჩხიბი (22.06-23.07)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს. სქესობრივი აქტის არავითარი ფორმა მისთვის უცხო არ არის. ამ ნიშნის ქალებს მოწონს დედობრივად მოექცნენ მამაკაცებს. კირჩხიბი მკერდით მართავს და სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით აღაგზნებს მას. კირჩხიბ მამაკაცებს ხშირად მათზე უფროსი, დედის ტიპის ქალები იზიდავთ. კირჩხიბს სქესობრივ ფუნქციებზე უზარმაზარი კონტროლის უნარი აქვს. მას ძალუძს ინტენსიური სასიყვარული შექცევა დიდი ხნით გაახანგრძლივოს. მამაკაცებს და ქალებსაც უყვართ როცა ეალერსებიან.
ამ ნიშნის ქალებს მოსწონთ პატარა, უმანკო გოგონას როლის თამაში, რომელსც გამოცდილი, გარყვნილი მამაკაცი შეაცდენს. სინამდვილეში სიხარულით აღარ არიან შეცდენის დროს და განსაკუთრებულ ეროტიკულ სიამოვნებას გრძნობენ, თუმც ისე იქცევიან, თითქოს სინანულით ეთხოვებოდნენ ქალწულობის დაკარგვას.
კირჩხიბი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მორცხვ ხალხს წარმოშობს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი მეორე უკიდურესობაში ვარდება სექსუალურ ურთიერთობებში და აგრესიულ, მბრძანებელ როლს თამაშობს, ზოგჯერ სიტყვით და საქმით სადიზმამდე მიდის.

კირჩხიბი (22.06-23.07)
უარყოფითი თვისებები

კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მხსვრერპო ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გგუნება–განწყობის სიდინჯეც.
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიხრუეს მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.

კირჩხიბი (22.06-23.07)
დადებითი თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.

კირჩხიბი (22.06-23.07)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – კირჩხიბი

ქალი:

ვერძი – მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები შესანიშნავი წყვილია როგორც საყვარლები, ერთად ცხოვრების შემთხვევაში მათი ურთიერთობა ძალზედ რთულია. ქორწინება დაინგრევა მკაცრი ვერძის გამო. ასეთ ქორწინებაში ბავშვები ძალიან იტანჯებიან.

კურო – კარგი კავშირია კირჩხიბისათვის, რადგანაც თავისუფლად შეუძლია კუროს გადააბაროს თავისი საქმეები... ორივე ნიშნის ქვეშ დაბადებულნი მომთმენნი არიან და ერთმანეთს კარგად ეთვისებიან. მათი ქორწინება ინერციით გრძელდება მრავალი წლის მანძილზე. მაგრამ სიბერეში კირჩხიბმა შეიძლება იფეთქოს და მათი კავშირიც დაინგრეს.

ტყუპები – მათი კავშირი არასტაბილურია, მაგრამ შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. ტყუპებს ახასიათებს თავიანთ თავში ჩაკეტვა, თუ რა უდევთ გულში, ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი... მაგრამ კირჩხიბს ეს ნაკლებად აღელვებს. ქორწინების გარეშე ურთიერთობის (საყვარლების) შემთხვევაში უფრო შეეფერებიან ერთმანეთს და მათ ურთიერთობებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ურთიერთმიზიდვა და ელვარება.

კირჩხიბი – ერთ-ერთი იშვიათი კავშირია, რადგან მათი ერთ სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია და წარმოუდგენელი. კირჩხიბს კირჩხიბის ერთი სიტყვითაც ესმის და ამიტომ მათი ურთიერთობები საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოა.

ლომი – ასეთი კავშირები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ლომი – საკმაოდ ძლიერი ქალია და კირჩხიბიც მიისწრაფვის მისკენ. ამიტომაც ლომს არ უჭირს მისი მოხიბვლა, რაც საკმაოდ ადვილად გამოსდის. მათი ქორწინება ხანგრძლივია, რესპექტაბელური და იღბლიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, კირჩხიბი ძალიან აფორიაქებულია გულში და პირველივე შემთხვევაში შეიკეტება თავისივე სოროში. ორივე ზოდიაქოს ნიშანი შეპყრობილია საკმაოდ ბოროტი ზრახვებითა და თავმოყვარეობით.

ქალწული – ასეთი კავშირი შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, მიუხედავად მათ შორის უთანხომოებისა. ქალწულს მეუღლის მიმართ ექნება წყენა და პრეტენზიები, რის გამოც კირჩხიბი ეცდება სამაგიეროს გადახდას, იგი მას ბევრჯერ უღალატებს. თუმცა ისინი საკმაოდ მშვიდობიანი ურთიერთობების მქონე პარტნიორების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათი კავშირი ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში მყარი იქნება, თუ არადა ურთიერთობები მალე დაინგრევა.

სასწორი – რთული, მაგრამ საკმაოდ შესაძლებელია მათი ერთად ყოფნა. კირჩხიბს სასწორი მისი მომხიბვლელობითა და კონტაქტურობით მოსწონს. მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ. თუმცა სასწორისათვის პირველ ადგილზე დგას, ის თუ როგორ იქცევა მამაკაცი საზოგადოებაში, მაგრამ კირჩხიბი ამ გამოცდას ვერ უძლებს და ამიტომ სასწორი მას როგორც მეუღლეს უარყოფს.
მორიელი – მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ კირჩხიბი ამისგან ძალიან იღლება. შინაგანად მას ეშინია მორიელის, მას არ სჭირდება ამდენი სექსი. თუმცა მხოლოდ მორიელს შეუძლია დაინახოს მასში მამაკაცი და ამისათვის ისიც მადლობელია. ამიტომ მათ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან უჭირთ, სახლში მუდამ სუფევს დაძაბული ატმოსფერო.

მშვილდოსანი – ეს კავშირი ძალიან რთულია, რადგან მშვილდოსანი მას ხშირად დათგუნავს. კირჩხიბი დიდხანს ითმენს და შემდეგ ის მოიქცევა ისე, როგორც "ჯარისკაცი ომში" და ადგილი ექნება მის აფეთქებას.

თხის რქა – ეს კავშირი შეუძლებელია მოწიფულობის ასაკში. თუმცა ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში. თხის რქა ცდილობს კირჩხიბის დაყოლიებას და გადააქციოს "ოჯახის ნივთად". ერთად თანაცხოვრების შემდეგ ისინი კარგად ხვდებიან, რომ განსხვავებული ბუნების არიან და სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.

მერწყული – მათი კავშირი უფრო წააგავს სასიყვარულო რომანს, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობებს, თუმცა შესაძლებელია ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდეს. მერწყულისთვის ეს ურთიერთობები საკმაოდ უიღბლოა, ის კარგად ხედავს, რომ კირჩხიბმა მას ყველა საქმე გადააბარა, ასევე მასზე ძალიან მოქმედებს ტყუილები და წუწუნი. ბავშვების მიმართ ძალიან კეთილგაწყობილნი არიან, მათ ერთად ზრდიან.

თევზები – ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს ბევრი საერთო აქვთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ერთმანეთისათვის არიან გაჩენილნი. მაგრამ მათ შორის არის რაღაც დამალული და უთქმელი. მხოლოდ სექსუალური (სასიყვარულო) კავშირი მალე ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში მათი დამოკიდებულება საკმაოდ მყარია, უკეთესი წყვილი არ შეიძლება მოიძებნოს.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:28 | Message # 5
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


ლომი (22.07-22.08) საერთო დახასიათება

23 ივლისი – 22 აგვისტო
ზოდიაქოს 2 ნიშანი
ცეცხლის 2 ნიშანი
მმართველი პლანეტა: მზე
ბედნიერი რიცხვი 1 და 11
ასტროლოგიური სიმბოლო: ლომი.
ასტროლოგიური ფერები: ალისფერი, მოყვითალო, ყავისფერი, მეწამული და შავი.
ასტროლოგიური თვლები: ალმასი, ლალი, ტოპაზი.
ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს.

როდესაც ზეციური მეუფენი შეიკრიბნენ, რათა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის თავიანთი ძღვენი ეწყალობებინათ, ლომის ნიშანთან მისვლის დროს, ეტყობა, საუკეთესო გუნებაზე გახლდნენ, ისე უხვად არის ეს ნიშანი მათგან დაჯილდოებული. მმართველი პლანეტად მზის მეტი რომ აღარაფერი გაემეტებინათ ლომისთვის, ესეც საკმარისი იქნებოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ ღმერთები მეტისმეტად მოწყალენი იყვნენ იმ დღეს; მათ აქციეს ლომი მუდმივ ნიშნად, მიანიჭეს მას სტაბილურობა და ამით გამოხატეს თავიანთი სურვილი, წარმატებისა და ძალაუფლების გზაზე დახმარებოდნენ ლომებს.
შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლის ნიშანი იქნება, ამით მისცეს მას ენერგიულობა, სითბო, გულითადობა. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ მართავს ჰოროსკოპის მე–5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს. მაგრამ ერთი ღმერთი უკმაყოფილო იყო სხვების. მიაჩნდა, რომ ისინი ლომს აფუჭებენ – ეგებ აგვისტოს ხვატმა გააღიზიანოს გიგი! მან დაწყევლა ლომი; ისეთი ნაკლი დააკვება, რომელიც სხვა ღმერთბის მიერ მიძვნილი უპირატესობების გამოყენებაში უშლის ხელს. ეს ნაკლია – უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. იმავე ღმერთმა იმასაც მიაღწია, რომ ლომის ნიშნის მუდმივობა სიჯიუტეს მიახლოვებოდა. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომი თავისი მაღალი ღირსებებიდან იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ თავის პატივმოყვარეობას მოთოკავს და თავმდაბლობასა და მორჩილებას გამოიჩენს, ეს კი ყელაზე ძნელი გამოცდაა ლომისთვის.
მაგრამ ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს. ამ ნიშნის ადამინაები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართალც და ლომების უმეტესობა ზემდგომ, გაკონტროლებულ პოზიციებს ეტანება, მაგრამ მათ დემოკრატიული გზით უნდა გასწიონ კონტროლი, თორემ აუტანელ პატარა ნაპოლეონებად იქნევიან. დიახ, ბონაპარტე ლომის ნიშნით იყო დაბადებული. მუსოლინიც.
ლომის ნიშნის ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ.
მამაკაცი – ლომები თავიანთ სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედად ჩათვალონ. მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან.
განუვითარებელი ტიპის ქალებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდა თავის გასაღება. ამ მიზნით მძაფრ სუნამოებს ხმარობენ, რისკიანად, უგემოვნოდ იცვამენ და პირიქით, საწინააღმდეგო შედეგს აღწევენ.
ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობაში არცთუ ღრმანი არიან. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს.
როცა ლომი ახერხებს შეზღუდოს ბატონობის სურვილი, ტრაბახს მოუკლოს და ნება არ მისცეს თავსი უკიდურეს სიამაყეს, ყველაზე ამაღლდეს, იგი საუცხოო ხდება. ამ დროს მართლაც „მეფური ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილება შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიულობას მიეჩვევა, ნახავს, რომ ხალხი ისედაც ყურადღების ცენტრში იყოლიებს მას. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს სცენიურობის ნიჭი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.
სანამ სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ არ ზრუნავენ იმაზე, სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ამ ცხოვრებისაგან.

ლომი (22.07-22.08)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

ლომები ჩვეულებრივ ძალიან ვნებიანი ხალხია. ცეცხლის ნიშანია და უკიდურესად მგრძნობიარეა. ლომისაა ჰოროსკოპის მეხუთე სახლი, რომელიც სიყვარულსა და სიამოვნებას განაგებს. ლომი ადვილად შეიძლება დანებდეს თავის სექსუალურ მისწრაფებებს და მხურვალე და ვნებიანი, ჩვენი საუკუნისათვის შესაფერისად თავისუფალი იყოს სექსის საქმეში, მაგრამ ლომი იშვიათად მიმართავს ველურ გზებს, სიამაყე არ უშვებს, თუმც ვნებებთან ბრძოლა ძნელია. ლომი ნაკლებ აგრესიულია ვიდრე სხვა ცეცხლის ნიშნები. ქალი ლომისათვის მოხიბვლის ეს პასიური ფორმა ცუდი როდია, რაგდან ტრადიციულად მამაკაცი უნდა იყოს აგრესიული, მაგრამ თუ მამაკაცი ლომი ჯუნგლების მეფე, იჭერს პოზიციას, რომელიც დედაკაც ლომს აიძულებს აგრესიული იყოს, მან შეიძლება ქალის კეთილგანწყობა სამუდამოდ დაკარგოს. იმის გამო, რომ მიყვებიან პრინციპს "შენ თავად უნდა მოხვიდე ჩემთან", ბევრ ლომს მოუცარა ხელი, მაგრამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ამ მოჩვენებითმა გულგრილობამ. ლომი მამაკაცი განსაკუთრებით ვაჟკაცურია, ქალი კი ქალური. ლომი მამაკაცი ბატონობის მოყვარული კია მაგრამ სიყვარულში მეტისმეტად ნაზია და უხეშობას არასოდეს მიმართავს. ლომს ყოველთვის უნდა თავი ყველაზე ვაჯკაცურ საყვარლად მოგაჩვენოს, მას ძალიან აინტერესებს აკმაყოფილებს თუ არა იგი პარტნიორის სექსუალურ მოთხოვნილებებს. რადგან მისი სიყვარული მეტად ნაზია, იგი ცდილობს აამოს პარტნიორს, თუმცა მას დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ მისი ურთიერთობები მტკიცე იყოს, რომ მისი კეთილშობილური მამაკაცური სახება განმტკიცდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას გარკვეული სექსუალური ქმედებების შესრულება. და როცა იგი ამას აკეთებს ესაჭიროება ქალი, მისი დედოფალი, რომელიც უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მისი სიამოვნებისათვის კეთდება, თორემ ეს ლომი მამაკაცის სტილში სულაც არ არის. ქალი ლომი დახვეწილი დედოფლური მოთხოვნებით უნდა პასუხობდეს. იგი იქნებ პასიურადაც მოიქცეს, რათა თავის მბრძანებელს შეახსენოს რომ იგი მხოლოდ ქალია, მაგრამ თუ ქალი ლომი არაშაბლონურ პრაქტიკას ჩათვლის საჭიროდ თავისი მბრძანებლის შესანარჩუნებლად, იგი ვნებიან გარეულ კატად შეიძლება გადაიქცეს. ლომებს, კაცებსაც და ქალებსაც, მტკიცე, საჭირო და ხანმოკლე კავშირები ურჩევნიათ შიშველ სექსს. თუ მაინც უკავშირდებიან სხვა პარტნიორებს, მხოლოდ იმიტომ რომ არ მოწონთ, როგორ ექცევიან მათ ნამდვილი პარტნიორები. ისინი ახალ საყვარლებს ეძებენ და არა უბრალოდ პარტნიორებს. როცა ისინი აღმოაჩენენ ისეთ არსებას, რომელიც მათ სექსუალურ სულიერ და ინტელექტუალურ მოტხოვნებს აკმაყოფილებს, კიდევ დიდხანს ყოყმანობენ, სანამ ძველი სიყვარულის დატოვებას გადაწყვეტენ. გახსოვდეთ, ლომი თავისი მანერებისა და ქცევის ერთგულია. იგი თბილი და ვნებიანია, რაღაც მიზნის მისაღწევად შეიძლება სხვასაც აამოს. როცა ისინი პირად, საქმიან, სოციალურ სფეროში მანევრირებენ, ყველაფერს შეუმჩნევლად და მარჯვედ აკეტებენ. ქალებიც და კაცების დიდი მოთმინებით გამოირჩევიან და ამდენად ისეთ არასექსუალურ სტრატეგიას აწარმოებენ, რომელსაც დრო და მონდომება ჭირდება. მათ უნდათ გამორჩეულნი იყვნენ, ხოლო მათი სამეფო კარი სავსე იყოს კეთილშობილი და ინტელიგენტური ხალხით, რომელნიც მათ ბრძანებებს შეასრულებენ. ლომები ანგარიშით ქორწინდებიან. თუმცა პატიოსნად იქცევიან და თუ სხვებისგან ბევრს ითხოვენ თითონაც ბევრს სთავაზობენ მათ.

ლომი (22.07-22.08)
უარყოფითი თვისებები

რახან ზეციურმა ძალებმა ამდენი სიკეთე მიჰმადლეს ლომს, იგი ფხიზლად უნდა იყოს, რომ თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს. ლომს ისე ძალიან უნდა სხვებიც აიყოლიოს თავისი მისწრაფებების შესრულებაში, რომ ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ ცოტა თუა თანახმა თავისი „მე“ დათმოს ლომის საამებლად. გაცილებით მეტს მოიგებს, თუ უფრო დემოკრატიულად მიუდგება სხვების უფლებებსა და მისწრაფებებს.
ლომს ყოველთვის სურს, ხალხმა მასზე კარგი იფიქროს, თავის თავზე შემქმნილი იდეალური წარმოდგენა სხვებსაც გადასდოს. ამისათვის ხშირად კეთილშობილების ნიღაბს იფარებს, რათა ქება დაიმსახუროს. კარგი იქნება, თუ მართლა შეითვისებს კეთილშობილების მოჩვენებით იერს, მაშინ მისი უარყოფითი თვისება – თვალთმაქცობა – დადებითადაც შეიძლება იქცეს, თორემ ეს ყველაფერი ზერელობაში გადაიზრდება. და კიდევ, ლომი არ უნდა წამოეგოს ბრიყვებისთვის განკუთვნილ ანკესზე – პირფერობაზე.

ლომი (22.07-22.08)
დადებითი თვისებები

ტიპიური ლომი მბრძანებლური და კეთლშობილური ნიშანია. მას დიდი საშემსრულებლო უნარი აქვს, იგი ხელმძღვანელობისათვის არის დაბადებული. ყველასათვის მიმზიდველია და, როცა მას რაიმე გარკვეული პირადი მიზნების მიღწევა უნდა, მის მომხიბლაობას წინ ვერავინ აღუდგება, მზე, ლომის მმართველი –მძლავრი მოკავშირეა და ლომს იმდენი ძალ–ღონის დაძაბვა არ სჭირდება, რამდენიც სხვა ნიშნებს. იგი ისედაც აღწევს მიზანს, რადგანაც ხალხი მას აღმერთებს და ხელს უწყობს, მაგრამ ლომმა თავის პატივმოყვარეობას გასაქანი არ უნდა მისცეს, თრემ შეიძლება ბუზღუნაც გახდეს. ჩვენდა საბედნიეროდ, ლომი თავიანთ უნარს ძირითადად საზოგადოების სასიკეთოდ იყენებენ; ისინი მუხლჩაუდგამი მშრომელები არიან და ცხოვრებაში ყველაფერს პატიოსანი გზით აღწევენ. მათ იციან, როგორ გამოიყენონ ძალაუფლება, მე მგონი, ღირსეულად უწოდებთ მათ მეფეებს და დედოფლებს.

ლომი (22.07-22.08)
ყველაზე უფრო შესაფერისი პარტნიორები

კაცი-ლომი

ქალი:

ვერძი – წარმატებული კავშირია. მათ საკმაოდ კარგად ესმით ერთმანეთის. მათი ქორწინება შესაძლებელია მოწიფულ ასაკშიც კი. მათ გამძაფრებულ ემოციებს ხშირად მოჰყვება ჩხუბი, მაგრამ ადვილად შერიგდებიან.

კურო – ეს კავშირი ძალიან რთულია ორივესათვის. მაგრამ ქორწინების შემთხვევაში ორივე ცდილობს ერთმანეთის გატანას. მიუხედავად მათ შორის მუდმივი ჩხუბისა, ისინი ოჯახს ინარჩუნებენ

ტყუპები – ერთ-ერთი წარმატებული კავშირია. აქ გაერთიანებულია გული (ლომი) და გონება (ტყუპები). ქორწინებაში ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მათ შორის კარგი ურთიერთგაგებაა. სექსუალურ ურთიერთობებში კარგად ეთვისებიან. მათი კავშირი ყოველთვის ნათელი და ელვარეა.

კირჩხიბი – ეს კავშირი რთულია ლომისათვის. ნამდვილი ლომი იშვიათად ინტერესდება კირჩხიბით, მაგრამ თუ ეს მოხდა, იგი ადვილად გაებმება მახეში და მისი საქმე წასულია. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი ცუდად ეთვისებიან.

ლომი – ასეთი ურთიერთობები საკმაოდ ხშირია. ეს არის ორი მოსიყვარულე პარტნიორის ურთიერთობა, რომლებსაც გააჩნია საერთო ინტერესები და ძლიერი გრძნობები, რასაც დიდხანს ინარჩუნებენ.

ქალწული – დასაწყისში მათი ურთიერთობა ბრწყინვალეა. ისინი კარგი პარტნიორები არიან, თუმცა ქალწული ცდილობს ითამაშოს თავისი წესებით. რადგან მას სხვანაირად ურთიერთობა არ შეუძლია. ეს კავშირი მალევე ინგრევა ხშირი ჩხუბისა და გარჩევების შედეგად. თუმცა სექსში ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.

სასწორი – მათი ქორწინების შემთხვევაში სტატისტიკის მიხედვით განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მათ შორის ურთიერთინტერესი პირველივე შეხვედრისთანავე ვლინდება. ალბათ ამიტომაც არის რომ ერთობლივი ცხოვრება, როგორც ქორწინებამდე, ასევე მის შემდეგადაც სავსეა სიხარულითა და ბედნიერებით, სულიერი სიმშვიდითა და ურთიერთგაგებით. პარტნიორები საკმაოდ ადვილად ეთვისებიან ერთმანეთს და ერთად მიდიან მწვერვალისაკენ. თუ ლომი სასწორს ფინანსურად უზრუნველყოფს, მაშინ მათ სახლში დაისადგურებს სიხარული და სიყვარული. ამ ქორწინების შემთხვევაში სასწორებმა მუდამ უნდა იზრუნონ მათ შინაგან სილამაზეზე და მიმზიდველობაზე, და ამასთანავე არ დაკარგონ სადღესასწაულო იერი. მათ ყოველთვის უნდა გამოხატონ ლომისადმი აღფრთოვანება და სურვილი, და გამოიყენონ ყველა საშუალება მათ დასაპყრობად.

მორიელი – სექსუალურ ურთიერთობებში შესაფერისი წყვილია. ლომს მოსწონს მორიელის გაღიზიანება, რაზედაც მორიელი "იკბინება". მათი კავშირი საკმაოდ რთულია, თითოეული იცხოვრებს თავისი ცხოვრებით, წყენის მოგონებებით.

მშვილდოსანი – ეს კავშირი ერთდროულად აქტიურია და საქმიანი. ცხოვრების პირველ ეტაპზე იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მშვილდოსანისათვის დამახასიათებელი შტრიხი ჩაერიოს სხვის საქმეებში, გააღიზიანებს ლომს. სექსუალურ ურთერთობებში კი კარგად შეეფერებიან.

თხის რქა – როგორხ წესი, ეს კავშირი ნაღვლიანია და რთული. თხის რქა დიდხანს იტანს ლომს, სანამ მოსწონს, მაგრამ როდესაც შეამჩნევს ლომის გულცივობას, ის იწყებს თავისი წყენის ამოფრქვევას. სექსში ისინი გულცივები არიან. ისინი ინტელექტუალურ ურთიერთობებში კარგად უგებენ ერთმანეთს, ემოციები დიდ როლს არ თამაშობენ.

მერწყული – ეს საინტერესო კავშირია და ხშირად გვხვდება. მერწყული და ლომი ერთად კარგად გრძნობენ თავს. მერწყულს არ მოსწონს, რომ ლომი მხოლოდ თავის თავისთვის ცხოვრობს, ხოლო ლომს კი მისი დამოუკიდებლობა. მიუხედავად მათი მწვავე ჩხუბისა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო კავშირი დიდხანს გრძელდება, გაყრა მათთვის იშვიათია.

თევზები – ლომს ძალიან მოსწონს თევზების სისუსტე, რითაც ხშირად ბოროტად სარგებლობს. ლომისგან მოტყუებული თევზები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან. ლომი მთლიანად ენდობა თევზებს. თუმცა გულნატკენ თევზებს ხშირად აღიზიანებთ ლომის უხეშობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს კავშირი წარმატებულია და დიდხანს გრძელედება.

ლომი (24.07-22.08)
შემოქმედება და კარიერა

ლომებს მიდრეკილება აქვთ ცხოვრების დრამატული აღქმისაკენ. ალბათ იმიტომ არის, რომ ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებში ასტროლოგები პოულობენ იმათ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება დაუკავშირეს სცენურ ხელოვნებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულთა შორის ბევრია მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი. ლომები კარგად ორიენტირებენ სიტუაციებში. მათ განსაკუთრებით კარგად გამოსდით ვიტრინების გაფორმება, მოდელირება და სამზარეულოს საქმე.
ლომებს იზიდავს დილეტანტური სამუშაო და ამიტომ, მიუხედავად მათი ნიჭისა და მძიმე შრომისა, ვერ აღწევენ დასახულ მიზანს. მათთვის აუცილებელია შეუთავსონ თავიანთი პროფესია პრაქტიკულ საქმიანობას. განსაკუთრებით ქალები, უპირატესობას ანიჭებენ სახლში მუშაობას. მაგრამ იმისთვის რომ მათ ყველაფრის გაკეთება მოასწრონ ოჯახურ ატმოსფეროში, მათთვის საჭიროა გრძნობდნენ გვერდით ისეთი ადამიანის, მეგობრის ყოფნას, რომელიც შთააგონებს მათ შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. მაგრამ მხოლოდ სახლის საქმე არასოდეს აკმაყოფილებს ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანის ამბიციას. ისინი ხედავენ თავიანთ მოწოდებას იმაში, რომ მართონ სახელმწიფო და არა მხოლოდ უბრალო ოჯახური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულებმა იციან გემო ნამდვილი ძალაუფლებისა და ამიტომაც ასეთი მოუთმენლობით იღწვიან დიდებისაკენ. ეს ადამიანები თავის ამბიციას იკმაყოფილებენ ადმინისტრაციულ მუშაობაში. უფროსად ყოფნა და სხვების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა ლომებისთვის უფრო მთავარია, ვიდრე საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:30 | Message # 6
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


ქალწული (23.08-21.09)
საერთო დახასიათება

23 აგვისტო - 23 სექტემბერი
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
2 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა: მერკური
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ქალწული.
ასტროლოგიური ფერები: თეთრი, ღია ცისფერი და მწვანე.
ასტროლოგიური თვლები: აქატი, იასპი, ზურმუხტი და ტოპაზი.
ქალწული განაგებს ჰოროსკოპის მე-6 სახლს.

მერკური, ღმერთების მარდი მსრბოლი, ქალწულსა და მარჩბივს(ტყუპებს) მართავს, მაგრამ ამ ორ ნიშანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ქალწული მიწის ნიშანია და მერკური ქალწულზე ზემოქმედებისას უფრო პრაქტიკულად იქცევა, ვიდრე მარჩბივზე, ჰაერის ნიშანზე მოქმედებისას. აქ იგი ქარაფშუტა და თავნებაა.
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.
თავის კუზენების – საჰაერო ნიშნიანი მარჩბივისაგან განსხვავებით, ქალწული ადვილად როდი გამოდის მდგომარეობიდან. იგი ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილი. ქალწულის ნიშნის ადამიანთა უმეტესობა ძლიან დამოუკიდებელია. მათ სწამთ, რომ თავის ძალებში დაჯერება და თვითპატივისცემა აძლევს ადამიანს ბედნიერებას და გონებრივ სიმშვიდეს. მათ მოქმედებაში ინტელექტუალური ინტერესები ბატონობენ. მათი სამოთხე აზროვენების სფეროში, მის იდუმალებაში და მიღწევებშია.
ერთი სიტყვა არსებობს, ამ ნიშნის ხალხს ყველაზე უკეთ რომ ახასიათებს – უტილიტარისტი. მათთვის არ არსებობს მეტად ძნელი ამოცანა, არც მცირე და უმნიშვნელო დეტალები არსებობს.
ქალწული – დაბადებით კრიტიკოსია. და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ, სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეშია და გულს ტკენს ადამიანს. ამ ნიშნის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უსიამოვნო და ტკივილის მომნიჭებელი კრიტიკა იშვიათად აღწევს მიზანს. ისინი ძნელად თუ ვინმეს შეაქებენ, ზედმეტ ქებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე ძნელი მათთვის კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. ეტყობა, მოუხდებოდათ ვარდისფერი სათვალის გაკეთება, რათა ნაკლები ცინიზმით შეხედონ ქვეყანას, თორემ მათთვის მიზანთროპობაში გადავარდნის საფრთხე არსებობს.
რადგანაც ქალწული ასეთი მწვავე ანალიტიკური შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული, მას ხვებზე მეტი ბრძოლა მოუხდება, რათა მეტი ნათელი შემატოს თავის ხასიათს. ისინი ხშირად ხდებიან ოჯახის მონებად, უმნიშვნელ დეტალებს ემსხვერპლებიან, ხოლო მთავარს ვერ ამჩნევენ ხოლმე. თავიანთ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარს თუ მოთოკავენ, ქალწულის ნიშნიანები უმაღლეს მწვერვალების მიღწევასაც შეძლებენ. მათგან გამოდიან ნიჭიერი ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დირექტორები. მთავარი საფრთხე, რომელიც წარმატების გზაზე გადაეღობება მათ, ის არის, რომ ცხოვრების სიამოვნებათაგან სიხარულის შეგრძნების უნარი შიძლება დაკარგონ. გულცივობისა და ულმობლობის საფრთხეც ემუქრებათ, მაგრამ ქალწული იშვიათად იღებს სხვისაგან დახმარებასა და სიმპატიებს ამ საფრთხისაგან თავის დასაღწევად, იმოტომ რომ თვითკონტროლის ამ ფარდის მიღმა შინაგანი ფორიაქი იმალება.
მერკური, მმართველი პლანეტაა, თავის ქვეშემრდომთ ხანგრზლივი სიცოცხლით აჯილდოვებს, ამიტომ ქალწულთა უმეტესობა ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება. ზრუნვით გამოწვეული ნაოჭები გვიან ეწვევა მათ მშვიდ სახეს.

ქალწული (23.08-21.09)
შემოქმედება და კარიერა

ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები თავიანთ ანალიტიკურ უნარს სამეცნიერო მუშაობაში იყენებენ. ისინი ხშირად კარგი მკვლევარები ხდებიან ყველაზე განსხვავებულ დარგებში. დაჯილდოებულები არიან შესანიშნავი მათემატიკური ნიჭით. ფლობენ ენათმეცნიერულ ტალანტს. ქალწულის კრიტიკული გონება ხშირად პოულობს გამოხატულებას ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობაში, ფსიქოლოგიასა და სხვა დისციპლინებში, რომელიც ადამიანის ქცევის წესებს შეისწავლის.
ქალწულები ყოველთვის იღწვიან სრულყოფისაკენ: მათ აქვთ შესანიშნავი უნარი, ყოველთვის შეავსონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა მიუწვდომელი იდეალების ძებნაში. კოლექტიური მუშაობის დროს ისინი სხვეზე უკეთესად ართმევენ თავს სამუშაოს დამამთავრებელ სტადიას. რეტუშორები, კორექტორები, კონტროლიორები_ ქალწულების უსაყვარლესი პროფესიებია. ისინი ბუნებით შემოქმედნი არიან, მაგრამ ზედმიწევნითი სიზუსტე მათთვის ზოგჯერ ხელისშემშლელია დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობაში. ქალწულები ძალზე ნიჭიერნი არიან პლასტიკური ხელოვნების სფეროში, ყველაფერში რაც დაკავშირებულია ესთეტიკასთან და სილამაზესთან, მაგრამ ხშირად თრგუნავენ თავის თავში შემოქმედებისაკენ მისწრაფებას, კმაყოფილდებიან დამხმარე ოპერაციების შესრულებით.
ასრტოლოგები ქალწულებს ურჩევენ რომ მათ გაიღრმავონ ბუნებით მოცემული შემოქმედებითი ნიჭი, უარი თქვან შემოქმდებითი ნატურების ერთგულ “ სამსახურზე” , რომლებსაც ისინი ახარჯავენ თავიანთ ნიჭს.
ქალწულის ნიშნით დაბადებულები არიან კარგი ადმინისტრატორები, შესანიშნავი მდივნები, ჩინებული ვექილები. ქალწულებს შორის ბევრია მათემატიკოსი, ფსიქოლოგ-კლინიცისტი, პედაგოგიკისა და აღზრდის საკითხებში კარგი მრჩეველი. გაანალიზების ნიჭი, შრომის უნარიანობა, დაკვირვებულობა, სიზუსტის სიყვარული აყალიბებს მათ საუკეთესო ასტროლოგებად.

ქალწული (23.08-21.09)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

ქალწულის ნიშნის ხალხი შედარებით ცივი და თავდაჭერილია სასიყვარულო სიამოვნებაში. საერთოდ, სიყვარულის დამათრობელ ნეტარებას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ეძლევა, ჩვეულებრივ სიჭაბუკეში. გამოცდილება კი მას ასწავლის, რომ სიჭაბუკის იდეალისტური რომანები იშვიათად უძლებენ დროის გამოცდას. სიყვარულში პირველი გაწბილების შემდეგ ქალწულთა უმეტესობა სტოიკურ, კლინიკურ დასკვნას აკეთებს სიყვარულზე: ეს არის უსარგებლო, მოდიდან გადასული მითი! გაწბილების შიში იწვევს ქალწულის სიფრთხილეს სიყვარულისა და სექსის საკითხში. მეტისმეტად კრიტიკული, ზეანალიტიკური, ზედმეტად წინდახედული ბუნების გამო ქალწული სექსს ხშირად ბუნების ანცობად თვლის, რომელიც მხოლოდ კაცთა მოდგმის შესანარჩუნებლად არის მოცემული. როცა ასეთ ნეგატიურ, განდგომილ პოზიციას ირჩევს, ქალწული სიყვარულში მხოლოდ ტკივილსა და სატანჯველს ხედავს და სიხარულსა და ბედნიერებას ვერ ამჩნევს. ქალწულები უფრო ადვილად დათმოებნ მწველ, ფიზიკურ სიახლოვეს, ვიდრე მაღალინტელექტუალურ, ხანგრძლივ ურთიერთობას. ყოველი განშორების შემდეგ ქალწული სულ უფრო ნაკლებ ცდილობს მსგავსი კავშირების ძებნას. გულის სიღრმეში თითონაც უნდა განთავისუფლდეს ასეთი მკაცრი და ცივი ურთიერთობისაგან. ამიტომ ვნებათა მორევს მისცემს ხოლმე თავს., მაგრამ საჭიროა თავის კრიტიკული ჭკუა დათრგუნოს და სხეულის ნებას აყვეს, მაგრამ მას ეს არ შეუძლია და ამის არც სურვილი აქვს.
ამგვარად, ქალწულის ზოდიაქალური ოჯახი დიად განმარტოვებულთა რიცხვში არის. როცა ქალწული მაინც ამყარებს კონტაქტს საპირისპირო სქესთან, იგი ძვირად რომ გულითადი და ვნებიანი იყოს. ეს ხალხი ძირითადად სნობები არიან, ისინი ძალიან მონდომებით და ფრთხილად ირჩევენ პარტნიორებს, რომლებთანაც ინტელექტუალურ ზონაში ექნებათ ურთიერთობა, და რომლებიც შეეგუებიან ქალწულის კლინიკურ სიმკაცრეს სიყვარულის საკითხში. ქალწულს ყველაფერი შესანიშნავად ეხერხება, სექსიც, მაგრამ როდესაც ტავისი ოსტატობის დემონსტრირებას გადაწყვეტს, ამას უფრო თავის გამოჩენისათვის აკეთებს, რომ ქება დაიმსახუროს. უნდა სხვები დაარწმუნოს, რომ მასაც შეუძლია ვნებიანობა და ადამიანურობა.
ქალწული ყველაფერს კარგად ხედავს და ამჩნევს და სამწუხაროდ არ შეუძლია ეს არ უთხრას სხვებს ისე რომ შედეგები წინასწარ გაითვალისწინოს. ქალწული იშვიათად ცრუობს, თავისთავს კი არასოდეს ატყუებს.

ქალწული (23.08-21.09)
უარყოფითი თვისებები

ქალწულის ნიშნები, ადამიანთა ამოცნობის კარგი უნარის მიუხედავად, ინტელექტუალურ სნობებად არ უნდა იქცნენ. მმართველი პლანეტა მერკური ანალიტიკური უნარით აჯილდოვებს მათ, მაგრამ მეტისმეტად კრიტიკული არ უნდა გახდნენ ადამიანების მიმართ. ყველა ვერ იტანს მათ მწვავე კრიტიკას. ქალწული ხშირად დიდი გატაცებით ებმება სამუშაოში. ამის გამო მათ შეიძლებადაავიწყდეთ ოჯახი, მეგობრები და გართობა, რაც ფიზიკურად და გონებრივად ანადგურებს მათ.
ქალწული აღტაცებას იწვევს სრულყოფილებისაკენ დაუღალავი სწრაფვისათვის, მაგრამ მან ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს წვრილმანებს და უფრო მთავარ საქმეებს მიხედოს. ამ ნიშნის ქალები ხშრად პროფესიული ბუზღნები ხდებიან. ქალებსაც და კაცებსაც არგებდა მეტი თანაგრძნობა და მოთმინება გამოეჩინათ სხვების მიმართ, არ აწყენდათ ზოგჯერ სხვები შეექოთ და დაეფასებინათ. რა თქმა უნდა, ქალწული ვერ დაამცირებს ნიჭიერ ღრიანკალს, ანდა მოხერხებულ მარჩბივს, რომელთა მმართველი პლანეტა – ასევე მერკურია.

ქალწული (23.08-21.09)
დადებითი თვისებები

ახლა ქათინაურიც უთხრათ ჩვენს ქალწულს, მით უმეტეს, რომ ვიცით თავმდაბლურად მიიღებს მას. აღფრთოვანების ღირსი მრავალი თვისებაც გააჩნია. ლოგიკურია, თანმიმდევრული და მგრძნობიარე, მაგრამ უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციური; პრაქტიკული, ვიდრე სენტიმენტალური, მას დიდი პასუხისმგებლობის აღების უნარიც შესწევს. ამ ნიშანმა გამოჩენილი ანალიტიკოსი მწერლები და გამჭრიახი კრიტიკოსები მოგვცა. ქალწული დაუღალავად ზრუნავს სხვისთვის. გამომგონებლის ტვინი აქს. თავისი გენიალური უნარით მას შეუძლია გამოიგონოს რთული სისტემები და ძნელი პრობლემები გადაჭრას. მეგობრებთან ურთიერთობაში იგი ქების მოყვარული როდია, არც ძალიან თანამგრძნობია და გულითადი, მაგრამ მტკიცეა, თანმიმდევრული და გულწრფელი რჩევების მომცემი. მერკურის შვილები საინტერესო და მრავალმხრივი შეიძლება იყვენე, თუმც განწყობილება ცავალებადი აქვთ ხან მხურვალე არიან, ხან – ცივი, მათი საქციელის წინასწარმეყველობა ყოველთვის როდი შეიძლება. ქალწულის ნიშნიანები არც ისე გულღია ხალხია, მაგრამ იმდენი ჭკუა კი აქვთ, რომ იცოდნენ, რა დასაფასებელი თვისებაა ეს და როგორ შველის მოთენთვას, მოსვენებას, თვითრწმენით აღჭურვას. მათ უყოყმანოდ უნდა გაუხსნან გული მოყვასთ, მოაწყონ წვეულებები და ა.შ.

ქალწული (23.08-21.09)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი-ქალწული

ქალი:

ვერძი – ეს კავშირი წარმოუდგენლად რთულია. ის შესაძლებელია მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ეს ქორწინება გრძელდება დიდხანს და ინგრევა მხოლოდ და მხოლოდ ვერძის ინიციატივით, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ მოუტეხიათ . რის შემდეგაც იგი არ მოისურვეს თავისი წარსულის გახსენებას. მოგონებებისას მათ ახასიათებთ ქალწულისადმი საოცრად დიდი სიძულვილი.

კურო – ეს არის ორი ერთნაირი ბუნების მქონე პარტნიორების კავშირი. სექსუალურ ურთიერთობებში კურო იქნება დაუკმაყოფილებელი, თუმცა დასაწყისში ამას ქმრისგან მალავს. დაგროვილი წყენის მიუხედავად უჭირს ურთიერთობების დანგრევა. სავსებით შესაძლებებლია, რომ ასეთი ქორწინება ბოლომდე შენარჩუნდეს.

ტყუპები – ეს კავშირი წარმოუდგენელია და ხშირად ახალგაზრდებში ხდება ექსპერიმენტის სახით. ეს ქორწინება შეიძლება მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ტყუპები ღიზიანდება ქალწულის დაწვრილმანებით. ქალწულს სურს ხედავდეს მას სამზარეულოს ქურასთან და ვერ იტანს, როდესაც სადმე მიდის, ან ღმერთმა დაიფაროს თუ კი ფლირტს აბამს ვინმესთან. მაგრამ თავმომწონე ტყუპებს ყოველთვის სურთ ვიღაცას მოსწონდეს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებიც ასევე ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ამ სფეროშიც შეიცნონ თავიანთი შესაძლებლობები.

კირჩხიბი – ეს მყარი კავშირი სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს საკმაოდ ღლის ქალწულის თვითდაჯერებულობა. ქალწულის სიფხიზლე და მგრძნობიარე, ფლეგმატიური კირჩხიბის ასეთი თანხვედრა ეყრდნობა "დამალობანას" თამაშის წესებს. კირჩხიბი მხლოდ ქალწულში იპოვის ისეთ პარტნიორს, რომელიც ყურადღებით გაუძღვება ბავშვებისა და ოჯახის საქმეებს.

ლომი – ეს კავშირი შესაძლებელია ლომის ხანდაზმულობის ასაკში. ახალგაზრდა ლომი ისეთი ამაყი და ამპარტავანია, რომ არც კი შეხედავს ქალწულს, რადგან ეს მისი იდეალი არ არის. მათ ქორწინებაში უამრავი კომფლიქტი და უთანხმოებაა. სექსში ურთერთთანხვედრა არა აქვთ.

ქალწული – ბრწყინვალე კავშირია. ეს არის იმ მრავალთაგანს შორის ერთ-ერთი წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს და შესანიშნავად ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ ერთმანეთზე ზრუნვით, საერთო პრობლემებით და ამასთანავე ერთნაირად ფიქრობენ კიდეც. ერთმანეთს აკმაყოფილებენ და ავსებენ ყველა სფეროში.

სასწორი – ეს კავშირი საკმაოდ არასტაბილურია. ქალწულს მოსწონს სასწორი, მაგრამ ის მასში აფასებს საზოგადოებაში მოქცევის ცოდნას. ის კარგად ხედავს, თუ ვისთან აქვს საქმე და მისი გარდაქმნის იმედს არ კარგავს. ამასთანავე ისინი თავს კარგად გრძნობენ სექსუალურ ურთიერთობებში, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია ქორწინების სიმტკიცისათვის.

მორიელი – კარგი კავშირი და კარგი ქორწინებაა. მორიელი - ქალწულისათვის შესაფერისი ერთადაერთი ქალია. მორიელი - ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ძალუძს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქალწულის შენარჩუნება. ასეთი კავშირია წარმატებულია, როგორც მეგობრობისათვის, ასევე ქორწინებისათვის.

მშვილდოსანი – მათი ქორწინება წარუმატებელია. დინამიურ მშვილდოსანს ყველაფერი ერთად უნდა, სწრაფად და ბევრი... ქალწულს ეს აღიზიანებს. იგი თავისი შიშებით ცოტათითაც კმაყოფილია. ქორწინება შეიძლება დაინგრეს აქტიური მშვილდოსნის არაგონიერი მოთხოვნებით, რომლის შემდეგაც იგი ანგრევს ოჯახს და ბავშვებიც კი ვერ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

თხის რქა – ეს კავშირი უცნაური, მოსაწყენია, მაგრამ ხშირად ხდება. მომთმენი და ჩაკეტილი ბუნების მქონე თხის რქა არ აძლევს საშუალებას ქალწულს უთხრას, რომ ის არ მოსწონს. თითოეული მათგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან უფრო დაწყნარებულნი არიან. ასეთ ოჯახში დიდი სიცარიელეა, მაგრამ არა დაძაბულობა. ამასთანავე, როგორც წესი ქალწულს იშვიათად ახასიათებს სასიყვარულო რომანები, თანაც თუ მეუღლე თხის რქაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად შეეფერებიან ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, თუნდაც სექსუალურ ურთიერთობებში, მათი ქორწინება იშვიათად ინგრევა.

მერწყული – ასეთი ქორწინება, საბედნიეროდ იშვიათად ხდება. უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ დაუკავშირებდნენ ისინი ერთმანეთს ბედს. თავისუფლების მოყვარული მერწყული ვერ იტანს ქალწულის უხეშ ჩარევას ოჯახურ საქმიანობებში. ის იმდენად წვრილმანდება, რომ ცხვირს ყოფს წვრილმანებში, როგორიცაა დროულად რეცხვა, ღილის დაკერება და ასევე სამზარეულოს საქმეები. საათობით შეუძლია იჯდეს სამზარეულოში და უთვალთვალოს, თუ როგორ რეცხავს და ასუფთავებს ხილს, სისტემატურად აძლევს რჩევებს, ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლების მოყვარულ მერწყულს ეს ყველაფერი მალე ბეზრდება. ეს ქორწინება განწირულია და როგორც წესი მალე ინგრევა.

თევზები – ქალწულისათვის ძალზედ რთული კავშირია. ქალწული ყოველთვის მკაცრად რეაგირებს თევზებზე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, თამაშობს მოსიყვარულე პარტნიორის როლს და შეიძლება გახდეს სენტიმენტალური. მათ ახასიათებთ გემოვნებებისა და შეხედულებების ურთიერთგანსჯა, რაც მათში გაღიაზიანებას გამოიწვევს. ერთადერთი რაც მათ კავშირს გადაარჩენს, ეს ბავშვებზე ზრუნვაა. მხოლოდ ქალწული შეასწავლით თევზებს იყვნენ ქალურნი, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ შეეცდება, რომ ის იყოს მეტად მგრძნობიარე.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:31 | Message # 7
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


სასწორი (22.09-23.10)
საერთო დახასიათება

24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
ზოდიაქოს 7 ნიშანი.
3–მე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.
ბედნიერი რიცხვები: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: სასწორი.
ასტროლოგიური ფერები: მუქი ცისფერი, მეწამული, ზღვისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, ოპალი, მარგალიტი და ბერილი.
სასწორი განაგებს ჰოროსკოპის მეშვიდე სახლს.

ყველა ადმიანი ეძებს ვენერას, სიყვარულის ქალღმერთს, სიყვარლის განმგებელ პლანეტას, მაგრამ სასწორის ნიშანი ხომ მისი მფლობელია, ასე არ არის? ვინ იტყვის? აკი სასწორს, მისი სიმბოლოსი არ იყოს, ბევრი რყევა აქვს „ზევით–ქვევით“ პირად ცხოვრებაში. მათი პიროვნება ნათელია და ინტელექტუალური, იმიტომ რომ იგი ჰაერის ნიშანია. მათი მომხიბლაობა უსაზღვროა, მათი ღიმილი – მოუგერიებელი.
სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.
ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.
ინტუიციური უნარი და სილამაზის ესთეტიკური შეგრძნება სასწორის ნიშნიანებში მრავალ გამოჩენილ მხატვარს, პოეტს, მწერალს, კომპოზიტორს, მომღერალს, მსახიობს წარმოშობს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძვირფასი თვისებები მას ყველაზე ბედნიერ ასტროლოგიურ ნიშნად აქცევს. მართლაც, სასწორის ნიშანზე დაბადებულნი ასე არიან, მაგრამ ეს იმაზეც არის დამოკიდებული, იპოვნიან თუ არა ისინი ცხოვრების ნამდვილ სულიერ მოკავშირეს. ეს მათი ვალია. სრულიად შეუძლებელია სასწორზე მხოლობით რიცხვში იფიქრო. მთელი მათი სამომავლო განზრახვებია ხვებისთვის სამსახურის გაწევა ცხოვრების ყველა სფეროში.
მაშ ასე, სასწორის ნიშნიანები სიყვარულის მაძიებელნი არიან, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაგალითად მშვილდოსნის და ღრიანკალის ნიშნები.
სასწორი, კაცმა რომ თქვას მუდამ იმ საოცარი საღამოს იმედით არის, როცა იგი უცნობის სიცილს გაიგონებს, რომელიც შემდგომ მისი სულიერი მოკავშირე გახდება და მის ცხოვრებას შეავსებს.
მაგრამ ამ თვისებათა მიუხედავად, სასწორი სუსტ მოწინააღმდეგედ როდი ჩაითვლება. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია, თუმც ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავს. სასწორი დიდად აფასებს ადმიანებს. მისი სურვილი სხვების გაბედნიერებისა, ისე შორს მიდს, რომ ხშირად სასწორი ხვას ასიამოვნებს თავისი უსიამოვნების ხარჯზე. თუმც იგი სუსტნებისყოფიანი როდია და, თუ დაინახა, რომ მისი თავაზიანი ბუენბა შელახულია აჯანყდება კიდეც.
სასწორი ხშირად განხეთქილებაშია გარემომცველ სინამდვილესა და რეალობასთან, რადგანაც საკუთარ თავს სავსებით აიგივებს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ყველაფერს იღონებს, ოღონდ ისეთ ხალხთან არ ჰქონდეს კონტაქტი, რომელიც ეთიკისა და კარგი ტონის კანონებს არღვევს.
თუმც სასწორი გონებრივად კარგად არის აღჭურვილი, არაპრაქტიკულობის იერი მაინც დაჰკრავს. სასწორს ხშირად უდგება ფუქსავატობის პერიოდი, როცა ცხოვრების ჭორებს მიჰყვება და არაფერზე არ ზრუნავს, შემდეგ კი ეს სანანებლად უხდება; რადგანაც მიწიერ სამუშაოებს გაურბის, სასწორი ხშირად უმუშევართა შორის აღმოჩნდება ხოლმე. უფრო ბრძნულად უნდა მოიქცეს და სპეციალურ ოსტატობას მისდიოს, უმჯობესია ხელოვნების სფეროში, რათა მუდამ ჰქონდეს სამუშაო. ეს არის ერთადერთი გზა მათი ფინანსური და ესთეტიკური მოთხოვნების წონასწორობის მიღწევისათვის.
პლაეტა ვენერას ასტროლოგები „ნაკლებ იღბლიანად“ თვლიან, „უფრო იღბლიან“ იუპიტერთან შედარებით. სასწორმა პრაქტიკულობა უნდა გამოიმუშაოს, რათა მითი ზეციური მეურვის ნაწყალობევი ნაყოფი მოიმკას. დღევანდელ მკაცრ, კომერციულ სამყაროში სასწორს თავისი უპირატესობა აქვს. მისი ნიშანი განაგებს სფეროს სიყვარულისას, სილამაზისას და იდეალიზმისას.

სასწორი (22.09-23.10)
შემოქმედება და კარიერა

სასწორის შვილები შემოქმედებითი ნატურები არიან. მათ ყველა პროფესიულ თუ არაპროფესიულ საქმიანობაში იგრძნობა სილამაზისაკენ სწრაფვა, დახვეწილი გემოვნება, პროპორციისა და ფერთა ჰარმონიის გრძნობა სხვა ნიშნით დაბადებულებთან შედარებით, ამ ადამიანებს უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. ფერწერა, სკულპტურა, დიზაინი, ტანსაცმლის მოდელირება, კოსმეტიკა და საპარიკმახერო საქმე_ ეს არის ის სფერო რომელშიც თავს იჩენს მათი ნიჭი. მათ ახასიათებთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომელშიც მათ შეუძლიათ გამოიჩინონ პროპორციის შეუცდომელი შეგრძნება და ამ ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელი შინაგანი სწრაფვა ჰარმონიისაკენ.
სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან მომხიბლავები, ენამახვილები, ამიტომ ისინი საზოგადოებაში ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში.მაგრამ მათმა ენამახვილობამ სერიოზულ საქმეში შეიძლება დიდი დაბრკოლებები გამოიწვიოს. მათთვის მეტად ძნელია საზოგადოების მაღალ წრესთან ურთიერთობის სიამოვნებაზე უარის თქმა იმიტომ , რომ ამით ამდიდრებენ შემოქმედებით შთაგონებას. ისინი დიდ წარმატებას აღწევენ მაშინ, როდესაც მათ ზურგს უკან დგას ადამიანი, რომელიც მათ მაგივრად იღებს ყველა კარდინალურ გადაწყვეტილებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ თუ უნდათ მიაღწიონ წარმატებებს, უწინარეს ყოვლისა თავი დაანებონ სხვისი საქმეების კეთებას, თუნდაც ისინი ამაში თავიანთ ალტრუიზმს ავლენდნენ და მთელი თავისი ძალები მოახმარონ თავიანთი პროექტების განხორციელებას.

სასწორი (22.09-23.10)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

სასწორის ნიშნიანები თავიანთ რჩეეულებს ექცევიან არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. მოფერება და ფიზიკური სიახლოვე თანდათანობით ნერვებს უშლის სასწორს. ეს სიყვარულის ღმერთები და ქალღმერთები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ლამაზნი, მომხიბლავნი და მომაჯადოებელინი იყვნენ, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს პოულობენ, ვისაც ეძებდნენ, მათ აღტაცებული ვარდისფერი პერიოდი უდგებათ და მაშინ მართლაც შეიძლება ირწმუნო, რომ სასწორის ნიშნის ხალხი სიყვარულის პლანეტის -ვენერას მრევლია. მაგრამ ოცნება სხვაა, რეალობა-სხვა. სასწორი მალე იღლება სატრფოსთან ურთიერთობის ფიზიკური ასპექტით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სექსი არ აინტერესებთ. უბრალოდ, ისინი მეტისმეტად არიან გატაცებულნი სიყვარულის სულიერი მხარით და სიყვარულის ფიზიკური მხარე გულის სიღრმეში უხეშად და არაესთეტიურად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა ისინიც ადამიანები არიან და როცა ციდან დაეშვებიან, მათაც სჭირდებათ სექსი, მაგრამ მათმა პარტნიორებმა უნდა მოიცადონ, სანამ მათგან ნიშანს მიიღებენ
ამ ნიშნის ქალებს საძრახისად არ მიაჩნიათ მეძავის როლი, თუ მათ ბლომად ფულს სთავაზობენ და უქმნიან ჰარმონიულ გარემოს, რაც დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარებათ .ასეთი თავისუფლების მოყვარული ქალები სულიერად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით კმაყოფილდებიან. ისინი შიშით ელოდებიან იმ მომენტს, როცა მათ შემნახველს სამაგიერო სამსახური უნდა გაუწიონ. რაც შეეხება სასწორის ნიშნის მამაკაცებს- მათი მამაკაცური გარეგნობა ჰომოსექსუალურ სურვილებს ნიღბავს. ეს ნიშანი ჰომოსექსუალისტების დიდ პროცენტს იძლევა.

სასწორი (22.09-23.10)
უარყოფითი თვისებები

სასწორი ისე მონდომებულია სხვას აამოს, თანხმობის ატმოსფერო შექმნას, ისე შორს შეტოპავს ხოლმე ამ მიმართულებით, რომ ხშირად თავის ინდივიდუალობას ჰკარგავს. ამავე დროს, უნდა ეცადოს უფრო პრაქტიკული გახდეს, შემოქმედებითი იდეები განახორციელოს და მხოლოდ ოცნებებს არ დასჯერდეს. ცოლქმრობაში სექსუალური მხარის სიხარულით მიღებაც უნდა ისწავლოს.
არ გამოადგებათ უპასუხონ იმ ხალხის სიყვარულსა და მოთხოვნებს, რომლებიც მათი ღირსნი არ არიან, თუნდაც ჰარმონიულ პიროვნებებად მოეჩვენოთ ისინი, უნდა ერიდონ თავიანთი იდეალიზმის დანერგვას და თვიანთი იდეალიზმის შარიანობად გადაქცევას.

სასწორი (22.09-23.10)
დადებითი თვისებები

სასწორი ძალიან სინდისიერი, გულწრფელი და ყურადღებიანი ნიშნია. მას ესთეტიკური ფასეულობის შეცნობის დიდი გრძნობა გააჩნია. ასევე, სასწორი მოქცევაში ძალიან გონიერია. სასწორის ნიშნიანებმა ერთგული, ხანგრძივი მეგობრობა იციან; მათგან გამოდიან შესანიშნავი პრფესიული მმართველები. სასწორის მეგობრობა გულიდან მოდის და არა ფიზიკური მოთხოვნილებებიდან. ამ ნიშნის ქალები კარგად ეწყობინა ქმრების მოთხოვნებს. ამ უნარის წყალობით, მართალია, დიდ გავლენას ვერ ახდენენ მამაკაცებზე, მაგრამ მათი გავლენა სასიამოვნოა და მიმზიდველი. ამ ნიშნის მამაკაცები, თუმც ოჯახში დოვლათის შემოტანით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰარმონიისა და თანხმობის ატმოსფეროს კი ქმნიან და კარგი მამები არიან. სასწორი ნამდვილი რომანტიკოსია! სასწორი ნამდვილი პოეტია! უმთავრესი სიტყვა სასწორისთვის არის ჰარმონია!

სასწორი (22.09-23.10)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი-სასწორი

ქალი:

ვერძი – ეს კავშირი საკმაოდ ხშირია, მაგრამ არასახარბიელო. ერთი (სასწორი) მშვიდობის მოყვარეა, ხოლო მეორე კი (ვერძი) – დინამიური თვითგამოხატვის მქონეა. მაღალი გრძნობების ადამიანებს შორის ეს კავშირი დიდხანს გრძელდება, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში კი სწრაფად ვლინდება ინტერესების შეუთავსებლობა. მაგრამ სასწორისათვის მაინც ყველაზე მისაღები კავშირია.

კურო – ეს კავშირი გაცილებით მყარია, როდესაც სასწორი ქალია, ხოლო კურო კი კაცი. სექსუალურ ურთიერთობებში მათ შეუძლიათ ერთმანეთისათვის შექმნან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება. ეს კავშირი იარსებებს, თუ კი იქნება მშვიდობა, სიწყნარე და სიმყუდროვე.

ტყუპები – ეს კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხევევაში, როდესაც კაცი ტყუპებია, ხოლო ქალი კი – სასწორი. ამ კავშირს აერთიანებს ორი მონათესავე სული და მათი მეგობრობა - სიყვარული ერთ ნოტაზე გრძელდება დიდი ხნის მანძილზე. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი შესაფერისი წყვილია.

კირჩხიბი – ეს კავშირი ძალზედ რთულია დიდი შინაგანი უთანხმოებებით. სათუთ და მგრძნობიარე კირჩხიბს აღიზიანებს მკაცრად შემფასებელი და ძალზედ გაწონასწორებული სასწორი. მას კი არ მოსწონს კირჩხიბის უკმაყოფილება. მან ეს შეიძლება აშკარად არ გამოხატოს, მაგრამ არსებული ნაპრალი მაინც შეიმჩნევა. ამასთანავე პატიოსან სასწორს არ უყვარს მატყუარა კირჩხიბი.

ლომი – კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი - ლომია, ხოლო ქალი კი - სასწორი. სასწორები მიილტვიან ბრწყინვალებისაკენ, რაშიც ლომი თან ჰყვება. სექსუალურ ურთიერთბებშიც ურთიერთშეთავსებადია. მაშინაც კი, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდება და სასიყვარულო კავშირი მათთვის საინტერესო აღარ იქნება, ურთიერთმეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდება.

ქალწული – ეს კავშირი რთულია სასწორისთვის, თუმცა სახლში სიმყუდროვე, სილამაზე და სიმშვიდეა. მაგრამ ეს მხოლოდ ბრწყინვალებისა და რესპექტაბელურობის გამოხატვაა. ყოველივე ამის უკან იმალება სისტემატური წვრილმანი კამათი უწესრიგობის გამო, რომელსაც ქალწულის აზრით სასწორი ქმნის. ამის გამო ურთიერთობები მალე ირღვევა.

სასწორი – კავშირი ძალზედ რთულია. ეს არის ორი ერთნაირი და ურთიერთგაგების მქონე ნიშნების თანხვედრა. ისინი ერთმანეთს ისე ხედავენ, როგორ სარკეში და რასაც გასცემენ, იმას იღებენ. სასწორებს მუდამ ესაჭიროებათ საიმედო საყრდენი, რაც არ გააჩნიათ. სექსუალურ ურთიერთობაში კავშირი უიღბლოა, რადგან ორივე გულცივია ერთმანეთისადმი. გაყრის შემთხვევაშიც კი ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

მორიელი – კავშირი საკმაოდ რთულია, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო. და როდესაც ცოტა ხნით დამშვიდდებიან, ისინი თითქოსდა იკრებენ ძალას ხელახალი ჩხუბის დაწყებისათვის. სასწორები პირიქით, ცდილობენ საზოგადოებაში წარმოჩინდნენ მხიარულ და უზრუნველ პიროვნებებად. მაგრამ გულში აქვთ – სევდა, სიცარიელე და მოლოდინი ისეთი რამის, როგორსაც აღწერენ ზღაპრებში, პოემებში და რომანებში. თუმცა ასეთი კავშირისას სასწორები მსგავს ვერაფერს მიიღებენ. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები უფრო შეეფერებიან, ვიდრე ქორწინების შემთხვევაში. ისინი ერთად ცხოვრობენ იმ მომენტამდე, სანამ ერთი ხელის მოსმით არ დაანგრევენ თავიანთ ქორწინებას.

მშვილდოსანი – კავშირი არ არის ცუდი, თუმცა შორს არის იდეალურისაგან. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები კარგად ეთვისებიან. მათ შორის ხდება უჩვეულო ინტელექტუალური ურთიერთმიზიდვა და ამიტომ მათთვის საინტერესოა ერთად ყოფნა განსაკუთრებით, თუ მათ მსგავსი პროფესიები აქვთ. ამასთანავე, როგორც წესი, მშვილდოსანი არ არის ჩაკეტილი, თავისი აზრის თავზე მომხვევი და მეწვრილმანე. პირიქით – ის ადვილად შედის კონტაქტში და ყოველთვის კარგ ხასიათზეა. პარტნიორებმა შეიძლება იცხოვრონ დიდხანს, შესაძლებელია მთელი ცხოვრებაც კი. მათი კავშირები სავსებით საიმედოა.

თხის რქა – კავშირი რთულია, განსაკუთრებით სასწორისათვის. თხის რქას ყოველთვის აღიზიანებს სასწორის დაუსრულებელი მერყეობა. ის იწყებს თავისი წყენის გახსენებას. ამ პარტნიორებს ძალიან უჭირთ ერთმანეთის გაგება. ის, რაც ძვირფასია და ახლოა ერთთან, მეორესთვის მიუღებელია. ასევე ნაკლებად შეთავსებადნი არიან სექსუალურ ურთიერთობებში. მიუხედავად ყველაფრისა ისინი ცხოვრობენ ერთად, გვერდიგვერდ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ ჭერ ქვეშ არსებობს "ორი მარტოსული".
მერწყული – ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია სასწორებისთვის. პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის, აფასებენ თავისუფლებას, მეგობრობას და თანასწორუფლებიანობას. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ინგრევა. ასეთ კავშირებში მეფობს სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ასევე სექსუალური კმაყოფილება.

თევზები – ეს კავშირი შესაძლებელია, მაგრამ ცუდია. პარტნიორებს შორის არ არსებობს გულწრფელი სიყვარული. თევზები მიიღწვიან მაღალი იდეალებისაკენ და მათ აღიზიანებთ სასწორის მანერები და ბანალურობა. სასიყვარულო ურთიერთობებში ეს არის მხოლოდ ისეთი ეპიზოდი თითოეული პარტნიორის ცხოვრებაში, როდესაც ვერ იღებენ სიამოვნებას. თუმცა ამ ნიშნებს შორის მეგობრობა სავსებით მისაღებია, ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ურთიერთპატივისცემას.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:33 | Message # 8
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


მორიელი (24.10-22.11) საერთო დახასიათება
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.

ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისნი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.
ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.
ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ–ერთი თვისება – ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს ამ გზას – ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ვერძსაგან – განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.
ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შდცომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრედე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.

მორიელი (24.10-22.11)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

მორიელი (ღრიანკალი) სექსის განსახიერებაა, მათ ნიშანს სქესობრივი ორგანოები განაგებს . მარსის აგრესიული ბუნების გამო ამ ნიშნის კაცებიც და ქალებიც უზარმაზარი სექსუალური მადისანი არიან აქ არავითარი მორალური შეზღუდვა არ არსებობს, რადგანაც ღრიანკალს სექსი ადამიანურ ურთიერთობათა დამოუკიდებელ სფეროდ მიაჩნია და, ამას გარდა, სექსი მათი ძალების აღდგენის საშუალებაა.
ზოგჯერ ღრიანკალი წარმოადგენს ფენიქსს, ზღაპრული სილამაზის მითიურ ფრინველს, რომელიც მრავალი ატასი წელი ცხოვრობდა არაბეთის უდაბნოში. ლეგენდის მიხედვით, მან ცეცხლში დაიწვა თავი, შემდეგ ფერფლიდან აღდგა, მრავალი წელი ისე იცოცხლა და ყველაფერი თავიდან გაიმეორა. აი ეს არის ღრიანკალის საიდუმლო სექსუალური ციკლი _იგი თავს იბუგავს აქტიური სექსუალური ცხოვრებით, რაც ყველა სხვა ნიშანს დაასუსტებდა; მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ კვლავ ახალგაზრდა და ახალი იმედებით აღსავსეა. შემდგომ ისინი ახალ ციკლს გადიან და კვლავ სურვილის ცეცხლი ეკიდებათ. მთელს ზოდიაქოში ღრიანკალი საყვარლად ყველაზე მეტად ფასობს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, რომელიც მარტო საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად კი არ გამოდგება, არამედ პარტნიორის საამებლადაც.

მორიელი (24.10-22.11)
უარყოფითი თვისებები

ღრიანკალი (მორიელი) ძალ–ღონეს არ ზოგავს წარმატების მისაღწევად, რაც ფიზიკურად და მორალურად ფიტავს მას. მაშინ თავის ბოღმას მეუღლეებზე გადმოანთხევს ხოლმე, თუმც ზოგიერთი ჭკვიანი ღრიანკალი ისეთ მეუღლეს ირჩევს, რომელიც ამ უკიდურესობათაგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
უკიდურესი ეჭვიანობა და მესაკუთრული სული ასევე მისი უარყოფითი თვისებაა. ეს განსაკუთრებით ღრიანკალ – ქალს ეხება.
ისინი გამომძიებლებს გვანან რათა იცოდნენ თავიანთი ქმრების ადგილსამყოფელი ნებისმიერ დროს. ღრიანკალი წლობით ინახავს გულში წყენას, ეს მათი ხასიათის უღირსი თვისებაა. უკვე ითქვა, რომ ყოველთვის როდი არიან კარგი მეგობრები, მათ მტრობაც ადვილად შეუძლიათ. ღრიანკალი ძალიან შურისმაძიებელი და გულღრძოა, განსაკუთრებით შეურაცხყოფის შემდეგ.

მორიელი (24.10-22.11)
დადებითი თვისებები

ამ ნიშნის ხალხი სულიერად ყველთვის ერთგულია, თუნდაც არაცოლქმრულ სქესობრივ ურთიერთობას ეწეოდეს. ეს რჩეულ მეგობრობაზეც ვრცელდება, რომელთა რიცხვი დიდი როდია, მაგრამ მათგანაც სამაგიეროდ ასეთივე ერთულებას მოითხოვს. თავის სახლში ღრიანკალი „დამცველ ატმოსფეროს“ ქმნის, თითქოს მარსის გენერლები მთელი ქვეყნიერებისაგან იცავენ ციხე–სიმაგრეს. ღრიანკალი ოჯახში შემომტანია, საქმეში მეტად ჭკვიანი. ამ ნიშნის ქალები ხშირად ხელმძღვანელ პოსტებს იჭრენ. ღრიანკალი საუკეთესო მშბელია, თუმც რამდენადმე მკაცრი და მომთხოვნი. ღრიანკალი დაუღალავად იშრომებს თავის კოლეგებთან ერთად ნებისმიერ სამუშაოზე, იგი საერთოდ, ძალიან პუნქტუალურია.

მორიელი (24.10-22.11)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – მორიელი

ქალი:

ვერძი – თხის რქას უჭირს მორიელის ყურადღებისა და დამანგრეველი მოქმედებისაგან თავის დაღწევა. თხის რქას პირველი დანახვისთანავე უჩნდება მისდამი გრძნობები. ის მისთვის საკმაოდ მიმზიდველია. მორიელი თვითონაც ამჟღავნებს დიდ სიყვარულს და იწყებს ისეთ მოქმედებებს, რომ თხის რქა, როგორც კურდღელი მის მკლავებში აღმოჩნდება. მორიელი მთლიანად ფლობს მის გრძნობებს, თითქოს ძალიან უყვარს, მაგრამ ამ დროს თხის რქა განიცდის ნერვიულ აშლილობას. ეს კავშირი ორივესათვის საკმაოდ რთულია. მათთვის უკეთესი იქნებოდა ჰქონოდათ არა ცოლ-ქმრული, არამედ სასიყვარულო ურთიერთობები.

კურო – ეს კავშირი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე პირიქით, როდესაც კაცი – კუროა, ხოლო ქალი კი – მორიელი. მიუხედავად ასეთი რთული ქორწინებისა (მორიელი კუროს მუდამ ეჭვის თვალით უყურებს), პარტნიორები განიცდიან უდიდეს ფიზიკურ სიახლოვეს. ამას მივყევართ მხოლოდ არსებული კავშირის განმტკიცებისაკენ. მაგრამ მორიელისათვის მაინც მნიშვნელოვანია მისი მეორე ნახევრის მატერიალური მხარე, კეთილმოწყობილი ბინა და მისი პასუხისმგებლობა. კურო, შეიძლება არ იყოს სამაგალითო მეუღლე, მაგრამ ის იდეალური დედაა. მისი შვილები ყოველთვის კარგად მოვლილნი, მხიარულნი და კარგად აღზრდილები არიან.

ტყუპები – ძალზედ დაძაბული სასიყვარულო კავშირი და უფრო მეტად დაძაბული ქორწინებაა. ქორწინების დასაწყისში მათი ცხოვრება შეიძლება იყოს სასიამოვნო, მაგრამ მორიელი სწრაფად გამოაჩენს თავის აგრესიას და ტყუპები მწარედ დაგვიანებით მიხვდება იმას, თუ ვის ხელში ჩავარდა. მათ ოჯახში გამეფებულია ნგრევა და უწესრიგობა. მიუხედავად მორიელის მძაფრი გრძნობებისა, ტყუპები შეიძლება გახდეს ფრიგიდული და ან მთლიანად დაკარგოს თავისი სექსუალობა, ან მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი პარტნიორი.

კირჩხიბი – ეს ისეთი კავშირია, როდესაც სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალურია. ეგოისტმა მორიელმა მუდამ იცის თუ როგორ გამოიყენოს კირხიბის სუსტი წერტილები, ამიტომაც აქვს მას მორიელისადმი შიში. ასეთ ქორწინებაში პარტნიორები მუდამ დაძაბული არიან.

ლომი – პარტნიორებს შორის სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალური, ხანგრძლივი და მყარია. ლომს ახასიათებს ფეთქებადობა, მაგრამ მალე ნელდება და გარდაიქმენა "კატად", რითაც მორიელი ხშირად სარგებლობს. მაგრამ ლომს როგორც კი საშუალება მიეცემა სხვასთან წასვლისა (მაგ., მშვილდოსანთან), ის ამ შანს აუცილებლად გამოიყენებს.

ქალწული – კავშირი კარგია. ქალწული – შესანიშნავი დიასახლისი და დედაა, ძალიან ამტანია, თავის თავზე იღებს ყველა საქმეს. მორიელს მშვენიერი ცხოვრება აქვს, ანუ როგორც ამბობენ "ყავას ლოგინში ართმევენ". ის ამით ძალიან კმაყოფილია. თუ კი მას აღმოაჩნდება სადისტური მოვლენები, მაშინ ის ნელ-ნელა იწყებს ქალწულის ტანჯვას და მის ნერვებზე თამაშს. მას მოსწონს ისეთი რამ უთხრას ქალწულს, რომ მისი თვალები ტირილისგან დიდხანს იქნება წითელი, მაგრამ ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ საბოლოოდ ეს კავშირი წარმატებულია და მყარი.

სასწორი – მორიელი ძალიან ეჩვევა სასწორს, მაგრამ სექსუალურ ურთიერთობებში მათ შორის საერთო ნაკლებია და ქორწინება ორივესათვის თანდათან აუტანელი ხდება. სასწორს მალევე ბეზრდება პარტნიორის "შავი იუმორი" და თვითგამანადგურებელი ბუნება. მორიელი სახლში ვერ მიიღებს სასურველ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.

მორიელი – ეს კავშირი კარგი იქნება, თუ კი ორივე იქნება განსხვავებული ტიპის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისტემატურად ჩხუბობენ). საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს არ , მაგრამ იცხოვრებენ "ნორმალურ" დაძაბულ ვითარებაში. როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად აქვთ გვერდზე სასიყვარულო ურთერთობები, მით უფრო მყარია მათი ქორწინება.

მშვილდოსანი – ეს არის ისეთი კავშირი, როდესაც ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს ავსებს. მშვილდოსანი – ამაზონკაა, მონადირე, მორიელი კი იზიდავს უდიდეს ნეგატიურ ენერგიას. ხანდახან ხდება ისეც, რომ მათ ურთიერთობებში განხეთქილებაა, რომლის შემდეგადაც მშვილდოსანი იღწვის გაიქცეს რაც შეიძლება შორს, ის კი ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობებს აბამს სხვასთან.

თხის რქა– მორიელისათვის ძალზედ ოპტიმალური კავშირია. ეს არის ორი მდგრადი ფსიქიკისა და კარგად მოაზროვნე პარტნიორების ქორწინება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთდათმობებზეა დაფუძვნებული. მოწიფულ ასაკში დაღლილი, იმედგაცრუებული და ყველაფერზე გააზრებული მორიელი მხოლოდ თხის რქასთან მშვიდდება. მან ყველა თავისი უარყოფითი პოტენციალი ცხოვრების პირველ ნახევაში დატოვა. ის უკვე მიხვდა, რომ მისი პარტნიორისადმი დამიზნებული "შავი ისრები", მას უკანვე ბუმერანგივით უბრუნდება. ის ფრთხილობს. ამასთანავე თხის რქა კარგი დიასახლისია, ამიტომაც როდესაც სახლში ნამცხვრის სურნელება ტრიალებს და ან კიდევ, როდესაც მორიელი იცვამს ახალ გარეცხილ და გაუთოებულ პერანგს, მის კმაყოფილებას საზღვარი არა აქვს და აღარ უნდა წარსულის დაბრუნება. თხის რქასთან ქორწინებაში ის სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ჰპოვებს.

მერწყული – ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა მორიელი რთული და ნაკლებიღბლიანია. ერთი შეხედვითაც კი ეს ურთიერთობა უაზრობაა და მათი მეგობრები ქორწინებამდე ყველანაირად ცდილობენ, რომ ამაში დაარწმუნონ. თავდაპირველად მათ ერთმანეთისადმი ლტოლვა აქვთ, დაქორწინების შემდეგ კი თავის იჩენს წვრილ-წვრილი პრობლემები. ამ ჩხუბის უკან დგას აბსოლუტურად მოულოდნელი შერიგება, რომელიც სისტემატური ხასიათისაა. ასეთი ცხოვრებისაგან ორივე იღლება. განსაკუთრებით კი მერწყული, რომელიც დიდხანს ითმენს. ქორწინება მორიელის გამო ინგრევა.

თევზები – მორიელისათვის ეს კავშირი კარგია ყველანაირ ურთიერთობებში, ამიტომაც ცდილობს თევზის მოპოვებას. მათი სექსუალური ურთიერთობები სამუდამოა. მაგრამ ეს კავშირი საკმაოდ საშიშია თევზებისათვის, რადგან მორიელი, როგორც ვამპირი თანდათანობით აცლის სასიცოცხლო ძალებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კავშირი მაინც კარგია ორივე პარტნიორისათვის. თევზები იქნება შესანიშნავი დედა, მცოდნე და მოქნილი დიასახლისი. მორიელს ახასიათებს ოჯახის პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობებს თან სდევს წვრილმანი პრობლემები, მათ სახლში სიმყუდროვე და დადებითი ატმოსფეროა.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:35 | Message # 9
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


მშვილდოსანი (23.11-21.12)
საერთო დახასიათება

22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ცეცლის 3 ნიშანი.
3 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – იუპიტერი.
მედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი – მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი – ცხენისა.
ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.
ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.
მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი და დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შნაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული.
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ“ თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.
იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცოხრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.
მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო – მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, ხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ შვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყელა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.
მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ – ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს.
რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა.
გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს.
კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების დიადი საიდუმლოება – მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება.
მშვილდოსანი – ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.

მშვილდოსანი (23.11-21.12)
შემოქმედება და კარიერა

მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცენბებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი.
მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში.
შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა.
შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს კმაცრად განსაზღვრულ ვადაში.

მშვილდოსანი (23.11-21.12)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

რახან მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს.

მშვილდოსანი (23.11-21.12)
უარყოფითი თვისებები

მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ.
გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება.
შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს – მუდმივად იხეტიალონ.

მშვილდოსანი (23.11-21.12)
დადებითი თვისებები

ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობშ ამყოფებს მას – აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილიშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).

მშვილდოსანი (23.11-21.12)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – მშვილდოსანი

ქალი:

ვერძი – კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება.

კურო – იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუ კი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში – გაყრა გარდუვალია.

ტყუპები – რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.

კირჩხიბი – ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი – კუროა, ხოლო ქალი კი – მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით.

ლომი – პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.

ქალწული – ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ "ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.

სასწორი – ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას.

მორიელი – ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება.

მშვილდოსანი – კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუ კი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

თხის რქა – პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს.

მერწყული – პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.

თევზები – ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:36 | Message # 10
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


თხის რქა (22.12-19.01)
საერთო დახასიათება

22 დეკემბერი - 19 იანვარი
ზოდიაქოს 10 ნიშანი
მიწის 3 ნიშანი
მმართველი პლანეტა: სატურნი.
ბედნიერი რიცხვი 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ვაცი.
ასტროლოგიური ფერები: შავი, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი.
ასტროლოგიური თვლები: ფირუზი, დილაქვა, ონიქსი, მთვარის ბროლი.
თხის რქა განაგებს ჰოროსკოპის მე-10 სახლს.

თხის რქის მმართველმა პლანეტამ – სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიყვა – სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.
თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუენბული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.
ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია“. თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.
მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.
თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენც კი. ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.

თხისრქა (22.12-19.01)
შემოქმედება და კარიერა

შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად.
შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.

თხისრქა (22.12-19.01)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.
თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია , მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია.
ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება.
თხის რქის “მე” დიდი ენერგიის პატრონია – იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება.
ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს.
ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება.
მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს.
იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასრტოლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება.
თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშებ, არც პირფერობა, თუმც საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა დაღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია.
ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მტელ ტავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს “საბედისწერო ქალად” მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა.
მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს.. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.

თხისრქა (22.12-19.01)
უარყოფითი თვისებები

თხის რქის ყველაზე სერიოზული ნაკლია უიმედობისა და მელანქოლიისაკენ მიდრეკილება. იგი შიშით შეჰყურებს მომავალს. მან უნდა გამოიმუშაოს იუპიტერული–ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და რწმენაზე, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.
არც თხის რქის ეგოიზმი უნდა დავივიწყოთ. მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში განხეთქილებისა და დეპრესიის პერიოდებიც იქნება. თუ მას ეჩენება, რომ ყველაფერი ადგილზე დგას და არაფერი იძვრის, თავი უნდა გაიმხნეოს – სატურნი შეეწევა. მაგრამ ეს პლანეტა ისე ნელა მოძრაობს, რომ თხის რქა მის რითმს უნდა შეეჩვიოს. ისიც უნდა შეიგნოს,რომ ფული დასახარჯავად არის გამოგონილი და მომავლის წინაშე ყველაზე დიდი შიშიც კი გაუმართლებელია. ეჭვიანობაც უნდა მოიშალოს, თავისი ხასიათისა და განწყობის გამოხატვაც.

თხისრქა (22.12-19.01)
დადებითი თვისებები

თხის რქა – ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა“ თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი – თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა–მაღლა მიმავალი ვაცი – თხირ რქის სიმბოლო – ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა – ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.

თხისრქა (22.12-19.01)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – თხის რქა

ქალი:

ვერძი – ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირია. ამ ნაბიჯის გადაგმაზე მხოლოდ ახალგაზრდა ასაკში მიდიან, ხოლო დროთა განმავლობაში პარტნიორებს შორის ურთიერთობები იძაბება. ეს კავშირია ძალიან კონფლიქტურია, სადაც ადგილი აქვს პარტნიორების ისეთ მოქმედებას, როდესაც არ სურთ ერთმანეთის გაგება.

კურო – წარმატებული კავშირია ორი მონათესავე გულისა, რომლებიც თანდათანობით იძენენ სექსუალობას და ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა კუროზე ძლიერია, ამიტომაც დროთა განმავლობაში ის ისეთი გახდება, როგორის დანახვაც სურს თხის რქას. მათ ოჯახში ეყოლებათ ბევრი შვილი, ექნებათ დანაზოგი ფული და კარგი მატერიალური პირობები.

ტყუპები – საკმაოდ რთული კავშირია ორივე პარტნიორისათვის, რადგან ტყუპებს უჭირთ ხელმძღვანელი თხის რქის მკაცრი კონტროლის ატანა (მოთმენა), ის ან "მოტყდება" და ავად გახდება, ან დაანგრევს ამ ურთიერთობებს. ასეთი ადამიანები სასურველი იქნებოდა მეგობრები ყოფილიყვნენ.

კირჩხიბი – ასეთი კავშირი ხშირად გვხვდება, მაგრამ არასახარბიელოა ორივე მხარისთვის. ყოველი მათგანი თავისას ცდილობს. ასეთი დაძაბული ურთიერთობები სისტემატურ ხასიათს იღებს, რომელიც აუტანელ სიტუაციას ქმნის. პარტნიორებს თან სდევს ურთიერთგაუგებრობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძლიერი სექსუალური გრძნობაა, რომელიც ქორწინების შემდეგაც კი გრძელდება.

ლომი – ასეთ ურთიერთობებში თითოეული მათგანი . ორივე საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა. თხის რქისთვის არასასიამოვნოა და გაუგებარია ლომის პომპეზურობა და მისი ელვარების (ბრწყინვალების) სამუდამო სურვილი, თუმცა მოსწონს მისი სამართლიანობა, რადგანაც თვითონაც ასეთია. თუ კი ასეთი ქორწინება შედგება, მაშინ ის დიდხანს გაგრძელდება და სტაბილური იქნება.

ქალწული – ეს კავშირი ძალზედ რთული იქნება. თხის რქა სურს, რომ ქვეყანა სხვანაირი იყოს, უფრო სამართლიანი და კარგი, თუმცა ქალწული სისტემატურად არწმუნებს, რომ ის ვერ იქნება სრულყოფილი. თვით თხის რქასაც ეს მშვენივრად ესმის, უბრალოდ მას სურს, რომ ვინმემ დაარწმუნოს საწინააღმდეგო მოსაზრებაში. ეს არის ორი კარგად გააზრებული, საქმიანი ადამიანების კავშირი, რომელთაც ასევე სექსუალური ურთიერთობები აერთანებთ.

სასწორი – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კავშირი თხის რქისთვის – მან იპოვა ლამაზი, გაწონასწორებული პარტნიორი, რომელიც ქალის იდეალად მიაჩნია. ისინი მშვენივრად შეეფერებიან ერთმანეთს ემოციურადაც კი. კავშირი მყარია და მდგრადი.

მორიელი – კავშირი რთულია, რადგან განსაკუთრებულად უჭირთ ერთმანეთის ატანა. ორივე პარტნიორს უჭირს თავისი გრძნობების დაფარვა, ორივე ეჭვიანია . ქორწინება შესაძლებელია აღმოჩნდეს სტაბილური, მაგრამ არა იღბლიანი და არა ორივესათვის დამაკმაყოფილებელი. თუმცა სექსუალურ ურთიერთობებში თხის რქა და მორიელი ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს. თუმცა თხის რქას ყოველთვის ექნება ახალი პარტნიორის ძებნის სურვილი.

მშვილდოსანი – კავშირი ძალიან რთულია, მაგრამ მყარი და მუდმივი. სექსუალურად პარტნიორები კარგად შეეფერებიან ერთმანეთს. ამავე დროს ასეთ ურთიერთობებში თავს იჩენს საოცრად დიდი მოწყენილობა, რომლისგანაც თვითონვე იღლებიან და თავიანთი გარშემომყოფებიც.

თხის რქა – კავშირი არ იქნება იოლი, კაცი – თხის რქა ქალში ეძებს თავის იდეალს, მაგრამ ეს იდეალი არ შეესაბამება სინამდვილეს. თხის რქა ქმრად ირჩევს პრინციპით: "გახდი ისეთი, როგორც მე მინდა". ქორწინებას თხის რქა უყურებს, როგორც დანაზოგების წიგნს, რადგან თვლის რომ ერთად თანაცხოვრების შემთხვევაში ასე მოსახერხებელია და საიმედო.

მერწყული – საკმაოდ რთული კავშირია, რომელიც უფრო მყარი იქნება საქმიანი ურთიერთობებისას, ვიდრე ქორწინებისას. ასეთი კავშირი შესაძლებელია სასარგებლო იყოს დიპლომატი თხის რქისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი თანამდებობის პირია. მერწყული – მოდური სალონისა ან სასტუმროს შესანიშნავი დისახლისია და უდიდესი გემოვნების უნარითაა დაჯილდოებული, მას ძალუძს მოსწონდეს სხვას, რომელიც თხის რქის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია წყნარად იყოს, რადგან მერწყული ყოველთვის მისი ერთგული იქნება. სექსუალურ ურთიერთობებშიც ასევე თანმხვედრი წყვილია. მაგრამ ბავშვის შეძენისას, ის იბნევა და იკარგება, რადგან ის შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ იგი ახლა მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. მას შეუძლია ამასაც შეეჩვიოს. კავშირი კიდევ უფრო შესაძლებელი და მყარი იქნება, თუ კი თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი თავისუფლების მოყვარული მერწყულის მოქმედებებისა და შეეგუება ამ ფაქტს. ურთიერთობა დამყარებულია ერთმანეთის პატივისცემაზე, მითუმეტეს თუ კი ეს ურთიერთობები მოწიფულ ასაკში ხდება.

თევზები – კავშირი რთულია, თევზებისათვის გაუგებარია თხის რქის ერთფეროვნება და მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ცხოვრობენ და სექსუალურ ურთიერთობებშიც კარგად შეეფერებიან. მაგრამ პარტნიორებს მეტი არაფერი აერთიანებთ. თხის რქა ცდილობს თევზებს განერიდოს, რადგან დაუსრულებლად გრძელდება თევზების კაპრიზები, რომელიც ისტერიკაში გადაიზრდება. ასეთი ურთიერთობა დინებას მიჰყვება, რომელსაც მათი გარშემომყოფებიც კარგად ხედავენ.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:37 | Message # 11
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


მერწყული (20.01-19.02)
საერთო დახასიათება

20 იანვარი - 18 თებერვალი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული.
ასტროლოგიური ფერები: მოლურჯო მწვანე, ულტრამარინი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ძოწი, ამეთვისტო, ლილიაქვა.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.

ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი – 90–იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში. ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს.
ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000 წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით – ჰუმანიზმის ქადაგება. მერწყულის ხანის ზოგიერთი ნაადრევი გამოვლინება უკვე ჩანს თანამედროვე მეამბოხე და ფიცხი ახალგაზრდობის მოქმედებაში. მაგალითად, სოციალური რეფორმებით დაინტერესება, მათი უცნაური, წინააღმდეგობრივი მოქმედება, ჩაცმის მანერა და განსაკუთრებით, სექსუალური შეხედულებები – ჯგუფური კომუნები. მაგრამ მერწყულის ხანის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამინაი უკვე თავისებურად იქცეოდა, თვითგამოხატვას ცდილობდა ჩაცმის, თავის დაჭერის, მოქმედების უჩვეულო მანერით, რაც საგონებელში აგდებდა მათ დედ–მამას.
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან“ თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას.
მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.
განმასხვავებელი „ურანული თვისებებია“ ორიგინალობა და თვითგამოხატვა. შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის“ სინონიმია.
იმის მიუხედავად, დილეტანტებად დარჩებიან, თუ თავიანთ ენერგიას კაცობრიობის პრობლემებსა და საჭიროებების გადაჭრისკენ წარმართავენ , მერწყულებს ხალხში ყოფნა უყვართ. მათ ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ ურანი ისე აწყობს, რომ მათ არასწორად გაუგონ; თვითნ მერწყულსაც არასწორად ესმის თავისი თავის. მერწყულს ან ყველაფერი შეუძლია, ან არაფერი, მაგრამ მარტო იშვიათად იქნება. მისი სული გაგებას ესწრაფვის, მას ხალხი სჭირდება, მსმენელები.
მერწყული ჩვეულებრივ გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო ეჩვენება. მერწყული ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსხედვა, ამიტომ ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ურანის ზემოქმედებაში მყოფ ხალხს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაფრის ათვისებისა, რომ ისინი ახალ ტექნიკას აღიქვამენ და ქვეყნად ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობენ. წარმოსახვის რა ნიჭი აქვთ და როგორი კონსტრუქციული საზოგადოებრივი შეგნება. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს კლინეტ მერწყულებს, მიჰყვნენ თავიანთ წინათგრნობებს და მისწრაფებებს, რაგინდ უცნაური არ ეჩვენებოდეთ ისინი.
მერწყულს ერთგვარი განდგომა ახასიათებს და ხშირდა ხალხს იგი ცივი და უსულგულო ჰოგონია. იგი ყოველთვის ისე როდი ერთვება ადმიანებთან ურთიერთობაში როგორც სხვა, მაგრამ გულგრილნი არასოდეს არიან, მერწყული ურიგებს თავის საკუთრებას – წყალს მთელს კაცობრიობას. მას უყავარს სამსახურის გაწევა და იმის საშისროება არსებობოს, რომ ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს, თუ ბრძნულ რჩევას არ მიიღებს მისმა კეთილშობილებამ იგი შიეძლება სულიერად და მატერიალურად გააღარიბოს. მერწყული მოწესრიგებულია; იშვიათად ეწყინება რამე, სანამ დინჯი განსჯის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედული კაცია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.

მერწყული (20.01-19.02)
შემოქმედება და კარიერა

მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან. მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში. მერწულის ნოვატორული იდეები ხანდახან წინ უსწრებს დროს და ამიტომ ბედი სიცოცხლეშივე არ აჯილდოებს სახელითა და წარმატებით. მაგრამ მათ სახელის მოხვეჭაზე მეტად ახარებთ ის, რომ გზას უკაფავენ მომავალ თაობას.
მერწყულები უფრო სრულად ამჟღავნებენ თავიანთ ნიჭს, როცა ეძლევათ საშუალება იმუშაონ დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და დახმარების გარეშე. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული აზროვნება, მათემატიკური და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის უნარი. ატომური ფიზიკა, თეორიული მათემატიკა, მედიცინა - აი მათი გონებრივი მოღვაწეობის სფერო. მერწყულებს იზიდავს ადამიანებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შეცნობა; ამიტომ მათი მცდელობა ქვეყნად სარგებლობის მოტანის სიკეთისა და გულმოწყალების დამკვიდრებისათვის - ყველაზე უკეთ სოციალურ დარგებსა და ფსიქოლოგიაში პოულობს გამოხატულებას.

მერწყული (20.01-19.02)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

მერწყულს ყოველი სიახლე აღაგზნებს. ამიტომ ეძებენ ისინი ახალ, საინტერესო ადამიანებს; უნდათ იწვნენ სხვადასხვა სხეულების გვერდით და შეეხონ მას. მათ სტიმულს აძლევს სექსუალურ პარტნიორთა მრავალფეროვნება, მაგრამ ეს სექსუალური ამორალობა კი არ არის, არამედ “მერწყულისმიერი ცხოვრება”.
მერწყულის ნიშანში შინაგანი კონფლიქტია ჩაბუდებული. რადგან ის მუდმივი ნიშანია, ცდილობს “სტატუს კვო” შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, მას ცვლილებები სწყურია, ამიტომ პირად ურთიერთობებში ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში ვარდება. დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია მანამდე გადადებენ დაოჯახებას. კაცობრიობისაკენ სწრაფვა მათში მეტია, მაგრამ თუ მაინც ირჩევენ მეუღლეს, სიცოცხლეში ერთხელ და სამუდამოდ. ზოდიაქოს ყველა ნიშანში მერწყული ყველაზე ადრე ცდილობს მშობლებისა და საზოგადოების დარიგებიდან თავის დაღწევას. იგი წინააღმდეგობითა და ამბოხით ტკბება.
მერწყული უწესრიგო კავშირების მიმდევართა სიაში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ მისი სექსუალური პორტრეტი უნიკალურია: აბსტრაქცია მეტია, ვიდრე რეალობა; მისი ფერები კაშკაშაა, როგორც იმპრესიონისტების ტილოებზე; უწესრიგო მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც გაუთავებლად იცვლის პარტნიორებს იდეალის ძიებაში, მერწყულს იდეალის არსებობა არ სწამს. ვინმე იდეალურად რომ მიიჩნიოს, ეს ახალი ხალხის გაცნობის შეწყვეტა იქნება, არადა მერწყული რაც შეიძლება მეტი ხალხის გაცნობაში პოულობს სიამოვნებას.
ქალი-მერწყული იშვიათად დაგიდევს სქესთა შორის ტრადიციულად დაწესებულ განსხვავებას და ადვილად გადადის ამხანაგის საყვარლის როლში. იგი გათვითცნობიერებულია ბიზნესისა და პოლიტიკის ამბებში, ამიტომ არ უჭირს საქმიან მამაკაცებს მათ ტოლად, მეგობრად მოაჩვენოს თავი, თუმც სექსის საკითხებში ძალიან პირდაპირი და თავისუფალია. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ მას ისე უყურებენ, როგორც ადვილად ხელმისაწვდომ ქალს, სექსუალურ ობიექტს და არა როგორც მგრძნობიარე ქალს, როგორიც სინამდვილეში არის. ქალი-მერწყული, როცა მეტოქე ქალების გარემოცვაში აღმოჩნდება, უნდა ცდილობდეს, უფრო ინტელექტუალური და ნაკითხი ჩანდეს, სანამ მამაკაცს დაეუფლება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი ქალია.
მამაკაცი-მერწყული სექსუალური პარტნიორების არჩევისას, ზოგჯერ ნაკლებ წუნიაობას იჩენს. მას სექსი ხშირად ბიოლოგიური აუცილებლობის დონემდე დაჰყავს და ნებისმიერ ხელმისაწვდომ პარტნიორს მიიღებს. მერწყულმა, ეტყობა, არ იცის, მაგრამ ხშირად წყენას აყენებს საყვარელ ქალს გულგრილი გამომეტყველებით.
სქესობრივ ცხოვრებაში მერწყულმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არა მარტო იღებს, გასცემს კიდეც. მისი სიმბოლო – მერწყული ხომ ყველას უკლავს წყურვილს.

მერწყული (20.01-19.02)
უარყოფითი თვისებები

ძირითადი საფრთხე, რაც მერწყულის წარმატებას ემუქრება ის არის, რომ მერწულს აქვს მიდრეკილება თავისი შესაძლებლობები საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვებისათვის ხარჯოს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მომავალზე, მაგრამ მისი იდეები ყოველთვის როდი იქცევა რეალობად.
იმის გამო, რომ მერწყული ყველაფერს იმას აკეთებს, რაც უნდა და სხვის აზრს არაფრად აგდებს, შეიძლება ხალხმა მასზე გარეგნობის მიხედვით იმსჯელოს და მისი გულწრფელობა და სხვა სიკეთე ვერც შენიშნოს. ბრძენი მერწყული კარგს იზამს, თუ მიხვდება, რომ უფრო მალე მიაღწევს მიზანს, თუ ერთგვარი პირობითობის ჩარჩოებში იმოქმედებს, თუნდაც ეს დროებითი კომპრომისი იყოს. მერწყულსაც ემუქრება ზერელობის საფრთხე.
იგი ადამინაებისაგან გასაკუთრებულს მოითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალურ სფეროში , მაგრამ თუ ამას ვერ იპოვის, შეიძლება თავისი მოთხოვნები შეამციროს და რაც მოჰყვება, იმას დასჯერდეს. ამის გაკეთება არაფრით არ ძეიძლება, სჯობია ახალი, უფრო ჭკვიანი მეგობრების ძებნა განაგრძოს.
სინამდვილეში, მერწყულს თვითდანგრევის ტენდეცია აქვს. არსებითად, ინტელექტის ხვედრი მარტოობაა.

მერწყული (20.01-19.02)
დადებითი თვისებები

მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის – სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი – პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამინათა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედინაობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული – მეგობრობის სახლის გამგებელი – პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.

მერწყული (20.01-19.02)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – მერწყული

ქალი:

ვერძი – ასეთი კავშირი საკმაოდ იშვიათი და უიღბლოა. თანაცხოვრების დასაწყისში პარტნიორებს შორის სიმშვიდე სუფევს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. გადაუჭრელი პრობლემები ძაბავს მათ ურთიერთობებს, თუმცა გვერდიდან ერთი შეხედვით ამის დანახვა შეუძლებელია. ასეთ ქორწინებაში ჩვეულებრივი მოვლენაა ისტერიკები ორივე მხრიდან, მაგრამ მერწყული მაქსიმალურად ცდილობს ემციების დამორჩილებას. სექსუალური ურთიერთობების თანხვედრა ვერძის მონდომებაზეა დამოკიდებული.

კურო – კავშირი რთულია, რადგან ორივე ნიშანი ურთიერთსაპირისპირო ბუნებისაა. მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბულია. ორივე დიდი ხნის წინ დაშორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ თავს იმშვიდებენ "უარესიც ხდება". სექსუალურ ურთიერთობებშიც არ ხდება მათი თანხვედრა.

ტყუპები – კავშირი საკმაოდ წარმატებულია და იშვიათად ინგრევა ურთიერთობები. ამ ადამიანებს ხშირად ეწვევათ გრძნობები პირველივე დანახვისთანავე. ქორწინება ეყრდნობა მეგობრობასა და გრძნობების ჭეშმარიტებას, თუმცა შესაძლებელია მათ შორის ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ყოველი გატაცების შემდეგ პარტნიორები ისევე ბრუნდებიან ოჯახში. ასეთ ქორწინებაში ნაკლებად შეიმჩნევა სიმშვიდე, თუმცა მეგობრები ბევრი ჰყავთ.

კირჩხიბი – კავშირი რთულია. წყვილი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს და მათ მხოლოდ ბავშვები აერთიანებთ. თუმცა ბავშვენის დაბადების შემდეგ ოჯახში წარმოიქმნება პრობლემები, თუ ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას, რის გამოც პატარები ძალიან იტანჯებიან. მიუხედავად ასეთი წვრილმანი პრობლემებისა და გაუგებრობებისა, ასეთი კავშირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან უცნაური ისტორიები აქვთ ასევე სექსუალურ ურთიერთობებშიც.

ლომი – კავშირი სავსეა კოფლიქტებით. თანაცხოვრების დასაწყისში მათი ურთიერთობები ბრწყინვალეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან იძაბება. ლომი მერწყულისაგან იწყებს მოთხოვნას, რომ სამსახურში დაწინაურდეს, მაგრამ ეს მერწყულს საერთოდ არ ადარდებს. მათ ურთიერთობებს ბავშვები შეავსებს და განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქორწინებაში ძალიან დაძაბულია ვითარება, ოჯახს მაინც არ ანგრევენ და თუ კი ეს მაინც მოხდება, მალე უბრუნდებიან ერთმანეთს.

ქალწული – ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირი ორივესთვის. ასეთ ტიპიურ ადამიანებს შორის შეუძლებელია იყოს ნორმალური ურთიერთობა. მხოლოდ ძალიან დიდი სულიერი სამყაროს მქონე ადამიანებს შორის არის შესაძლებელი მხოლოდ მეგობრობა. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება მათი კავშირი ბავშვებმა განამტკიცონ ან საქმიანმა ურთიერთობებმა. სექსუალურ ურთიერთობებში ორივეს ექსპერიმენტები აინტერესებს.

სასწორი – ერთ-ერთი საუკეთესოა მერწყულისათვის. სახლი ასეთი ადამიანებისთვის – მშვიდობიანი და სტუმართმოყვარეა, აქ თითქმის არასოდეს წარმოჭრება კონფლიქტები. მრავალ პრინციპიალურ საკითხებში პარტნიორებს საერთო, მსგავსი შეხედულებები აქვთ.

მორიელი – რთული და სედიანი კავშირია. ასეთი ადამიანები სხვადახვა სამყაროდან არიან, მათი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება, რადგანაც პარტნიორები შეიძლება ურთიერთსიძულვილამდე მივიდნენ. ასევე წარუმატებელია მათი სექსუალური ცხოვრებაც.

მშვილდოსანი – კარგი და გახსნილი ურთიერთობები აქვთ პარტნიორებს, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველივე წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს პოტენციალის სხვადასხვაობა. მერწყული გავილებით მშვიდად არის, მაგრამ მშვილდოსანი მთელი ძალებით ცდილობს მეთაურობას. თუ კი ეს ქორწინება დაინგრევა, პარტნიორები მაინც კარგ მეგობრებად რჩებიან.

თხის რქა – ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე პარტნიორი – თავშეკავებული, საქმიანი წყვილია. მათი ოჯახში ურთიერთპატივისცემა სუფევს. შიდა ოჯახური კონფლიქტები თანდათანობით შეიძლება დროთა განმავლობაში გამწვავდეს. ასეთი კავშირი შეიძლება გაცილებით მყარი აღმოჩნდეს, თუ კი მერწყული 30 წლის ასაკში გადაწყვეტს ქორწინებას. სექსუალურ ურთიერთობებში საკმაოდ კარგად ეთვისებიან.

მერწყული – კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ.

თევზები – ეს კავშირი შესაძლებელია, თუმცა პარტნიორებს დიდი სიყვარული არ აერთიანებთ. სექსუალურ ურთიერთობებში თევზები დაიტანჯებიან და მოუწევთ მერწყულის მოთმენა. ასეთ ქორწინებაში პარტნიორებს მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დიდ როლს თამაშობს მათ ურთიერთობებში.
 
PRESIDENTDate: Tuesday, 04.09.2012, 18:37 | Message # 12
0 Star User
Group: პრეზიდენტი
Messages: 18
Status: Offline


თევზები (20.02-20.03)
საერთო დახასიათება

19 თებერვალი – 20 მარტი
ზოდიაქოს 12 ნიშანი.
წყლის 3 ნიშანი
4 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.
ბედნიერი რიცხვი: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ორი თევზი, სხვადასხვა მხარეს მცურავი.
ასტროლოგიური ფერები: ზღვის ტალღისფერი, ბაცი ლილისფერი, ლურჯი, ფოლადის ფერი და მოწითალო–იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
თევზი განაგებს ჰოროსკოპების მე-12 სახლს.

დიდი ასტროლოგი – ევანგელინა ადამსი თევზის ნიშნის ხალხს მიმართავდა: „თევზი რომ ხართ – ეს ერთი, ორი თევზი რომ ხართ – ეს მეორე, მაგრამ, ერთი დინების მიმართულებით მიცურავს და მეორე კი – მის საწინააღმდეგოდ, ეს სულ სხვა რამაა“. ეს არის თევზის ნიშნის პიროვნების რთული ტიპი. მის ადამსი კარგად იცნობდა თევზის ნიშნიან თავის კლიენტებს.
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ.
თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.
თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს. ისინი უანგაროდ, ყველაფერში კვერს უკრავენ სხვებს. თევზი წლის მე–3 ნიშანია და ეს ხალხი განსაკუთებით ემოციური და თავისებურად ვნებიანია. მათი ძლიერი ემოციები და განცდები, როცა ისინი დადებითისაკენ არის მიმართული – შენების, შექმნის მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ ისინი მოსუსტებულია, მათ თევზები პიროვნების დაცემამდე შეიძლება მიიყვანოს. ადრეული ასაკიდან თევზი უნდა ერიდოს უკიდურესად ემოციურ ადამიანებს, რომლებიც მათ არასტაბილურობას ასე თუ ისე ხელს შეუწყობენ.
თევზი იდუმალების და ილუზიების ბნელ სამყაროს განაგებს. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება, უყარს და ხშირად წარმოსახვით მოგზაურობს ქვეყნიერებაზე.
თევზს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად აქვს ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება.
თევზმა უნდა იბრძოლოს და თავი დაიცვას იმ ადამიანების მკაცრი კრიტიკისაგან, რომლებიც ვერ ერკვევიან მათ მისტიკურ სამყაროში. მისი სულიერი ტკივილები დიდხანს არ შუშდება. თავგანწირვა კეთლშობილებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის კეთება ღირს.
თევზი იშვიათად ფიქრობს შედეგებზე, სანამ მოქმედებას შეუდგებოდეს. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინასა და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა.
თევზებს მოწონთ წამებულის როლის თამაში, ამიტომ უნდა ერიდონ საკუთარი თავის შებრალებას და უპატივცემლობას. თევზი მოკრძალებული და მორცხვია, მაგრამ ნერვიული და ენერგიით აღსავსეც არის. ყოველივე ეს ერთად მას ისეთ შესახედაობას აძლევს, თითქოს მუდმივ მერყეობაში არის და არ იცის რა ქნას. მას მიდრეკილება აქვს მეტისმეტად ინერვიულოს და ყოველ წვრილმანზე დიდი ღელვა გადაიტანოს.
ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყიც არის, ისინი ხშირად კარგავენ ნივთებს ან ავიწყდებათ სად შეინახეს. შთაბეჭდილების ხალხია, მაგრამ ლოგიკა და თანმიმდევრულობა არ ყოფნით.
თევზი ძალიან არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე , რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. იგი ძალიან მიმნდობია და ამიტომ მათი მოტყუება ადვილია. მაგრამ, თუ მიხვდა, რომ ატყუებენ, უჩვეულოდ ეჭვიანი და გულჩათხრობილი გახდება. მისი ინტელექტი ალივით ბრიალებს, ხან ხალისიანი და გონებამახივლი, ხან კი – დუნე, ჩამკვდარი, მელანქოლიურია.
მაგრამ „თევზმა გული არ უნდა გაიტეხოს ჩემს მიერ აღწერილი ნაკლოვანებების გამო. ბევრი იყო ამ ნიშნით ხალხი, რომლებმაც ისინი დაძლიეს და სახელგანთქმული ადამიანები გახდნენ. ამ ნიშანზე არის დაბადებული: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ფრედერიკ შოპენი.
თევზი უფრო იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომლებსაც სითხესთან აქვს რაიმე კავშირი. იგი ზღვის ღელვასა და მის იდუმალებას ემორჩილება და ნავზე ან ხომალდზე დროის გატარებით აღიდგენს ძალებს. იგი რელიგიით მეტისმეტად არის გატაცებული, მაგრამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ ფანატიზმში არ გადავარდეს. თევზის ნიშნის ხალხი ხელოვნების ყველა დარგში აღწევს წარმატებას. მათაგან გამოდიან მშვენიერი მუსიკოსები, მწერლები პოეტები, მხატვრები, მომღერლები.
საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თევზი ყველაზე მეტად ზრუნავს კეთილდღეობაზე. თევზს აქვს უნარი სრულიად გამოეთიშოს რეალურ სამყაროს და ამით ბევრი თავისი მეგობარი გააღიზიანოს. თუ მართლა უნდა თავისი იდეალისტური ფილოსოფიიდან რაიმე სარგებელი მისცეს ხალხს და ქვეყანაზე რაიმე დატოვოს, თევზი უნდა მოეშვას თავის ორმაგ „ მესთან“ კუკუმალობის თამაშს. თავის თავს გარედან უნდა შეხედოს, შემდეგ კი ისე მოიქცეს, რომ ეს ბუნდოვანი სახება, უფრო მკაფიო გახდეს; ორგანიზებულობა უნდა შეიძინოს და მიზანიც ცხადად განსაზღვროს. ამის გაკეთებას თუ მოახერხებს, მაშინ შეცვლის თავისი ნიშნის სიმბოლოს – სხვადასხვა მიმართულებით მცურავ ორ თევზს, ერთი მიმართულებით მიმავალ ორ თევზზე, რომლებიც საერთო ძალით წარმატებასა და ბედნიერებისაკენ მიექანებიან.

თევზები (20.02-20.03)
შემოქმედება და კარიერა

თავიანთი ნატურის გაორების გამო თევზები ფლობენ საოცარ უნარს - წმინდა შემოქმედება შეუთავსონ პრაქტიკულ მისწრაფებებს. მათი ნებისმიერი გამონაგონი ყოველთვის საქმიან საფუძველს ეყრდნობა. შემოქმედებაში თევზები თავიანთ ნიჭს ერთდროულად ორი მეცნიერების ან ხელოვნების ორი ჟანრის მიმართ ამჟღავნებენ. თევზების შემოქმედებითი უნარი ყველაზე სრულყოფილად მაშინ ვლინდება, როდესაც მათ გარედან ეხმარებიან მატერიალურად. პროფესიონალური სტატუსის მიღწევა, თევზებისათვის, შემოქმედებაში დამაბრკოლებელი კი არ არის, პირიქით, წარმატებას, სტიმულს წარმოადგენს შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებისათვის.
ასტროლოგები თევზებს შორის ხვდებიან ხელოვნების არცთუ ცოტა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მხატვრებს, მოქანდაკეებს და კინორეჟისორებს. ფაქიზი ფსიქიური ორგანიზაციის უნარი, ჩვეულებრივ, ჩინებული კარიერის მომასწავებელია ოკულტურ მეცნიერებაში, მედიცინასა და განსაკუთრებით, ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში. რაც არ უნდა აირჩიოს თევზმა, იგი ყოველთვის ამჯობინებს იცხოვროს განმარტოებით, მაღალი წრის გართობისა და ხმაურიანი ფუსფუსისგან მოშორებით

თევზები (20.02-20.03)
ფსიქოსექსუალური დახასიათება

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნიდან თევზი ყველაზე ძნელი აღსაწერია. მისი სექსუალური ცხოვრების გასაგებად თუ რაიმე გასაღები არსებობს, ეს არის ნეპტუნის გავლენა სექსის სფეროში., აგრეთვე, ნაწილობრივ, ვენერას ამაღლებული სიახლოვე, რაც თევზის ნიშნის ხალხს იდეალურსა და სულიერ ინტერესებს უღვიძებს. თევზი უყოყმანოდ დათანხმდება დაუკავშირდეს ყველა სათნოებით შემკულ ადამიანს, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაეძებს და რომლის პოვნაც, მან იცის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სექსუალური ცხოვრების მეორე გზაა შევისწავლოთ სხვადასხვა დახასიათებები, რასაც ასტროლოგები მიაწერენ ჰოროსკოპის მე-12 სახლს. ამ სახლს თევზი განაგებს და მას ხშირად ეძახიან ფარული მტრების და დაღუპვის სახლს. მას საქმე აქვს გონების სნეულებასთან, სექსუალურ გადახრებთან, ნარკომანიასთან, იმპოტენციასთან. იგი ასევე წარმართავს გაუთვალისწინებელ ტრაგედიებს კაცის ცხოვრებაში, გრძნობის ორგანოების დაზიანებას, განცალკავებას და შესაძლო ჰოსპიტალიზაციას.
უმჯობესია თევზი თავის ნათელ მხარეს მიუბრუნდეს. მათ უნდა გამოიყენონ მათი მმართველი ნეპტუნის დადებითი ასპექტები და უფრო შეეგუონ სექსუალური რეალობების სამყაროს, უარყონ ეს უცნაური უარყოფითი ვიბრაციები.
რადგანაც ჰოროსკოპის ყველაზე რელიგიური ნიშანია, თევზი ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია სექსის ფიზიკური ასპექტების გამო. იგი გამუდმებით დაეძებს სულიერ სამყაროს და ადვილად აფუჭებს ურთიერთობას სიყვარულის სექსუალური მხარისადმი გულგრილობის გამო.. ამიტომ იგი ხშირად შეეთავსება ქალწულისა და სასწორის ნიშნის ადამიანებს, განსაკუთრებით სულიერ-ემოციურად, რადგან ამ ნიშნებსაც თავიანთი გართულებები აქვთ სიყვარულის ფიზიკურ მხარეში. თევზ-ქალისა და კაცის ურთიერთობაში მიდრეკილებაა ისეთი ურთიერთობისკენ, სადაც ერთი “ბატონია”, მეორე- “მონა”. თევზი უფრო ხშირად “მონის” როლს ირჩევს. თევზის ნიშნიანების ნებისყოფა ვინმეს გავლენის ქვეშაა, ისინი მუდამ დაეძებენ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ლამის სამხედრო წესებით იბატონებენ მათზე ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში თევზს ყოველთვის სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოთმინებით შეხედავს მის სექსუალურ კაპრიზებს. ზოგჯერ ყოვლად უმიზეზოდ, თევზი წყვეტს ხანგრძლივ ურთიერთობას. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ აიტანონ ყოველნაირი მოთხოვნები. ასეთი კრიზისის დროს თევზები თანაგრძნობასა და მათი საქციელის გაგებას ეძებენ, რომელნიც თვითონ მათთვისაც გამოუცნობია.
თევზმა თავის სხეულსა და სექსუალურ სურვილებს ყოველთვის უნდა შეხედოს, როგორც მისი არსების განუყოფელ ნაწილს, თორემ იგი ცხოვრებაში მუდამ მარტო იქნება

თევზები (20.02-20.03)
უარყოფითი თვისებები

შესაძლოა მათი ყველაზე დიდი ნაკლი სხვებმა ნაკლად არც კი ჩათვალონ, მაგრამ ეს თევზის უარყოფითი თვისებაა: იგი უმალ გამოგონილ სამყაროს შეაფარებს თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას შეეჯახება. იგი გაცილებით მშვიდი იქნება, თუ დღევანდელი დღით ცხორებას ისწავლის.
თევზი უნდა ეცადოს პიროვნული სიმყარე მოიპოვოს და გაუძალიანდეს ქარებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ერეკებიან მას; ისიც უნდა სინჯოს, დაბნეულობა მოიშალოს და გამოკვეთილი პოზიცია დაიკავოს. ზოგჯერ შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი განწყობილება მკვეთრად შეიცვლება და შემდეგ არასწორი არჩევანი სანანებელი გაუხდება, მაგრამ ესეც კი სჯობია მათ გაუთავებელ ყოყმანს.

თევზები (20.02-20.03)
დადებითი თვისებები

თევზებს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლისა და უარყოფის ტენდეციის გამო, მას სხვებზე მეტი ბრძოლით უხდება ამ კარგი თვისებების გამოვლენა. მათი განზრახვები ჩვეულებრივ პატიოსანია, მაგრამ არ სჯერათ, რომ იგივე სხვებსაც ახასიათებთ. ისინი პატიებით უდგებიან შეცდომებს, მათ ლამაზი ბუნება უყვართ, ტკბებიან პოეზიითა და მხატვრობით. ისინი თითქმის ქვეშეცნეულად იძენენ ცოდნას და ხშირად ისეთ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს ამბობენ, რომლებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლეა. კარგად აქვთ განვითარებული კომიკოსობის გრძნობა. ამ ნიშნით ბევრი ცნობილი კომიკოსი დაიბადა. თევზი ხშირად კეთილსინდისიერია მუშაობაში, მაგრამ მაინც უნდა ისწავლოს მეტი მეთოდურობა და ორგანიზებულობა. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც უნდა შეიგნოს, ენდოს თავის ალღოს. ის თანაგრძნობით ეკიდება ნაკლოვანებებს; ტანჯვისადმი მოთმინება აქვს განვითარებული; თუ მისი თანაგრძნობა მეტისმეტია, მან მედიცინას უნდა მოჰკიდოს ხელი, ან რომელიმე რელიგიურ სექტაში შევიდეს. ნეპტუნი მათ მფარველობს ხელოვნებისა და ესთეტიკის სფეროში. ბევრ ფილანთროპს ჰოროსკოპში თევზების ძლიერი გავლენა აქვს.

თევზები (20.02-20.03)
შესაფერისი პარტნიორები

კაცი – თევზები

ქალი:

ვერძი – კავშირი რთულია, მწვავე აფეთქებებით, უსიამოვენებებითა და წყენით. პარტნიორებს მხოლოდ სექსუალური სფერო აერთიანებთ, რადგან მათი ემოციური ბუნებით სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბავშვები ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გაამყარებენ ურთიერთოებებს და მათთვის კარგიც იქნება, თუ ისინი ბებიასთან გაიზრდებიან.

კურო – ასეთი კავშირი ხშირი, მყუდრო და მყარია. კუროს ყოველთვის არ მოსწონს ასეთი დაბალი სექსუალური აქტივობის თევზები, ამიტომ ისინი მზად არიან თევზები მორიელზე გაცვალონ.

ტყუპები – კავშირი წარუმატებელია, რადგან პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მათ ხშირად ბეზრდებათ ერთმანეთი, ეშმაკობას იწყებენ და ეძებენ უფრო მეტად შესაფერისს. ბავშვები ამ კავშირს ვერ ამყარებენ. ამ ქორწინებას ახასიათებს მოკლევადიანი გრძნობების აფეთქება. შესაძლებელია ამ წყვილმა მრავალი წლის შემდეგ აღადგინოს ურთიერთობები, როდესაც უკვე ორივე საკმაოდ შეცვლილი იქნება.

კირჩხიბი – ასეთი კავშირი ხშირია. კირჩხიბი ერთადერთია, ვინც არ იეჭვიანებს თევზებზე. ეს კლასიკური ქორწინებაა. მათი სახლი, როგორც წესი , მუდამ შეძენაზე ფიქრობენ. ეს ქორწინება სავსეა სიმშვიდითა და სიმყუდროვით. ოჯახში ყოველი მათგანი თავისთვის ოცნებობს, მაგრამ ამით ერთმანეთს არ ავნებენ.

ლომი – თავისებურად ეს ადამიანები ძალიან განსხვავებულნი არიან. ლომს არ სჭირდება მშვიდი თევზები, ამიტომაც ხშირად ეს ფიქტიური ქორწინებაა. იგი ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდება, რომელიც ლომის დამსახურებაა. სექსში ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს, ამიტომ ამ ქორწინებას მათთვის არ მოაქვს ოჯახური სიმშვიდე და სიხარული.

ქალწული – ეს კავშირი წარმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი – ქალწულია, ხოლო ქალი კი – თევზები. ქალწულს ძალუძს ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, რომელიც თევზებისათვისაც სასიამოვნოა. ქალწული თვლის, რომ ბავშვს მამა სჭირდება. ამ კავშირს არაფერი სერიოზული არ ემუქრება.

სასწორი – რთული კავშირია ნაკლებგამგებიანი ადამიანებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ქორწინება შესაძლებელია შენარჩუნებული იქნას სასწორის მიერ, რომელიც ყოველთვის ცდილობს წონასწორობა არ დაკარგოს. თევზებიც ერიდება კონფლიქტებს. მაგრამ სექსში ერთმანეთი მალე ბეზრდებათ. ასე ცხოვრობენ – თითოეულს თავისი ინტერესები აქვს და თითოეული თავისკენ ექაჩება.

მორიელი – კავშირი მყარია, წარმატებული შეთავსებადობაა ემოციურ და სექსუალურ სფეროში. ასეთი ქორწინება ყველანაირად მყარი და საიმედოა. მაგრამ დროთა განმავლობაში მჟღავნდება სადღაც სიღრმეში დამალული პარტნიორების უკმაყოფილება: ორივე გრძნობს, რომ ხანდახან ბეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ სიყვარული და ერთმანეთის იმედი თავისას ძლევს.

მშვილდოსანი – ასეთი კავშირები იშვიათად აღმოჩნდება იღბლიანი. თუმცა ემოციური სხვადასხვაობა პარტნიორებს ხელს უშლის უკეთესად გაუგონ ერთმანეთს. საქმიანი მშილდოსანი ენთუზიაზმითაა შეპყრობილი, თევზებისაგან განსხვავებით. სახლი ორივესთვის მოუწესრიგებელია, თუმცა ბავშვები კარგად მოვლილნი და აღზრდილები არიან. მათ ატარებენ თეატრში, მუზეუმში და სხვ.

თხის რქა – ასეთი კავშირი ხშირია, მაგრამ ნაკლებიღბლიანია. ეს არის ორი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ბუნების მქონე ადამიანების ქორწინება. მათ ძალუძთ მშვიდობიანად ცხოვრება, ურთიერთშეგუება და მოთმენა. არასდროს ამჯღავნებენ, თუ რა ხდება მათ სულში. ერთი შეხედვით ასეთი ქორწინება სავსებით რესპექტაბელურია და ბევრისთვის სამაგალითოდ ითვლება.

მერწყული – კავშირი წარუმატებელია. პარტნიორებს აკლიათ ურთიერთგაგება. მათ აერთიანებთ გრძნობების ჭეშმარიტება და სინაზე. თუმცა მერწყულს აღიზიანებს თევზების არამამაკაცური თვისებები. ქორწინება ან ხანგრძლივი ურთიერთობები ორივე პარტნიორისთვის დამანგრეველია.

თევზები – ასეთი კავშირი სავსეა მოწყენილობებით, დარდითა და სისტემატურად უფრო მეტის მოლოდინით. ერთმანეთისათვის იმდენად მარტივნი არიან, რომ ერთად ცხოვრების ინტერესსაც კი კარგავენ.
 
ფორუმი » მთავარი განყოფილება » დისკუსიები » ჰოროსკოპი (ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დამახასიათებელი თვისებები)
  • Page 1 of 1
  • 1
Search: